შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთს გეტყვი


22-12-2015, 18:23
ავტორი ელლ
ნანახია 2 193

მინდა რომ გკითხო , ბევრი რამ გკითხო,
ამით კი მეტი გავიგო შენზე
მაგრამ შენს აჩრდილს არ უნდა მითხრას
და ამით იმედი მომცეს „ჩვენზე“.

ნუთუ ვერ ხვდები თუ როგორ მწყურია,
შენთან ბაასი , შენი აზრების სმენა.
უბრალოდ თავს იბრმავებ და გგონია
რომ სიყვარული არ არის აღმაფრენა

მაგრამ რაღა ვქნა, როცა არ შემიძლია
ჩემი ტანჯული დღეების მივიწყება
დილით მელანდები , ღამე მესიზმრები,
ამიტომ ჩემთვის სამყარო ირინდება.


შენ რომ შეგეკითხო, მეტყვი, რომ არ მესმის.
ღრმა აზროვნების მქონეს , მართლაც ვერ გიგებ.
მე ვტკბები ამ სამყაროს მშვენიერებით,
შენ კი მას მხოლოდ ბინძურ ხმელეთად იღებ.


მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ჩემი ხატება ხარ
თუმცა უარზე დგახარ, ოცნებას ფრთას შევასხამ
გაგიმიჯნურდები, თავს მაინც შეგაყვარებ,
დიდხანს გამექცევი, მაგრამ გავა დრო და ინანებ.

მაინც დაგიპყრობ, მოგიძღვნი ლექსებს
დაგიჩოქებ და გიმღერებ ტექსტებს,
გაყინულ გულზე ცეცხლს წაგიკიდებ
ჩემს სიცოცხლეს კი ვალად შენ იდებ

მაინც დამნებდები, ოდესღაც მომწერ,
რომ მართლაც პოვე ჩემში შენი თავი
ოღონდ ეცადე, რომ არ დაგაგვიანდეს
და მე არ დაგხვდე ამ სიყვარულით მკვდარი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent