შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპარში


25-12-2015, 21:16
ავტორი ერკე
ნანახია 1 830

ჩვენი ჯერია ზღაპრულად ვაქციოთ
ცხოვრების დღენი, აწ გარდასახული
გლოვის დღედ,
ტირილად
თან მუდამ გვახსოვდეს
ჩვენი წარსული
რომ უნდა ვარწიოთ.

ყოველთვის ვგრძნობდი და ალბათ კვლავ ვიგრძნობ
სიცოცხლე ჩვენი, რომ არის ზღაპარი
ფერიებს,
პრინცესებს
ნამდვილად თუ ვხედავთ,
რომლებიც გრძნობებს კვლავ გულში ჩაგიტოვთ
გრძნობ, რომ შენია, მაგრამ თან არც არის.

აქ შეგიძლია მათ შეეანგელოზო,
სრულებით ჩანთქა ისინი შენში
თუ ხედავ ფერიას, უნდა დაიტოვო
ამით გრძნობ თუ როგორ შედიხარ ღმერთში,
და ღმერთი გიშვებს თავისკენ გზაზე,
უკეთესდები
ყველანაირად,
როცა ფერია დაგკოცნის სხივად
მოგეჩვენება მთვარე აისად.

ფირუზისფერია აქ მთელი სამყარო,
ყველგან და ყოველთვის სიღრმეში ელტვი
ფიქრებში გართული სიცოცხლით განაგრძობ,
შენ ფიქრებს ელტვი
მწვერვალსაც ციდან,
სამყაროს ელტვი
უკუღმა მხრიდან,
თითქოს ბედნიერებამ დაგახრჩო.

ღამეა, საამური ჟღურტული ჩიტების
ზღაპარი კი არა უფრო მითია
ყველაფერია
სულ ყველაფერი
რომ გაგახარებს და გაქცევს ფრთიანს.

ამ ზღაპრულ სამყაროში, სიყვარულიც ჭარბობს
მიწიდან შევყურებთ უამრავ მნათობს,
თუმცა რა მიწიდან
ეს ხომ აბსურდია
ყველანი ცაში ვართ და სიგიჟეც გვართობს,
არასდროს ვყოფილვართ სიგიჟით ასე დამთვრალნი.

ჭირი იქა და ლხინი აქაო,
სიყვარულსაც აქვს თავის ლაქაო,
ამბობდნენ ერთნი,
ამკობდნენ ღმერთნი
არცა სიკვდილი,
მხოლოდ ცხოვრება არის სააქაო.

ვარსკვლავებიც კი დაღლილან ცაში
მონდომებიათ ჩვენთან თამაში,
ახლა არავინ არ არის მარტო
ახლა ყველანი, ყველანი ვნათობთ,
და ტკბილ ჰაერში ცურვებით ვმგზავრობთ.

უნდა გვდომოდა ზღაპრულად გვექცია,
ცხოვრების დღეები გვევლო სიხარულით
მერამდენე პოემა თუ ლექსია,
ვერასდროს რომ გახდება მხიარული.

მიხვდებით ვფიქრობ, სამოთხეს ვნატრობ
მაგრამ ნატვრაა ნატვრათა შორის
დედამიწაზე ცხოვრება ღირდეს,
ყველა ღარიბი, უმალ გამდიდრდეს,
არა ფულით და არა ქონებით,
არამედ პირველი შესამოსელით
მიეცეთ ბედნიერება ყველას
ეს არ ჯობს სულ გამუდმებულ ხველას?
მაგრამ ყველაფერი არის ამაო,
თითქოს არავის უნდა განსწავლა
ბედნიერებას უთხრეს „არაო“,
მე კი აქ ვყბედობ უაზროდ ვლამობ
იმ სასწაულსაც სასწაულად ვნატრობ,
მაგრამ დარჩება ის დღე უცვლელი
მდიდართ ევსებათ მხოლოდ მუცლები.

სიტყვებწაშლილი დავინახე დილით ფურცელი,
ღამით, რომ ვტევდი ტკივილებს და დაღარულ სევდას,
მას მე ხომ ცრემლით ვასველებდი,
მაინც უცვლელი
დარჩენილა წუთისოფელი.
ე.მ.
12 აგვისტო 2015

**********
ვიცი, რომ ამ ლექსში მარცვლების და რიტმის ნაკლებობას შეამჩნევდით. რითმაზე ცილი არ დამწამოთ არ აქვსო, თავისებური რითმა აქვს და თუ ვერ შეამჩნევთ არ ვიცი...
რაც შეეხება ლექსს.. მინდოდა ზუსტად ასეთი, სხვანაირ რითმიანი, რაღაც განსხვავებული დამეწერა და არა ჩვეულებრივი. მინდოდა, აზრიც ყოფილიყო ლექსში და თან განსხვავებულად გადმოცემული, რაც აქამდე არ მქონია არასდროს. (სხვებს თუ დაუწერიათ არ ვიცი) სულ მინდოდა ჩემი პირადი რითმა აღმომეჩინა, გამომეგონებინა ისეთი განლაგება, რაც მარტო ჩემ ლექსში იქნებოდა, რა თქმა უნდა, არ ვიცი ეს შევასრულე თუ არა, რადგან უამრავი ლექსი იწერება, უამრავი არსებობს და კიდევ შეიქმნება, ამიტომ... მე რადგან არ წამიკითხავს მსგავსი, არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს.
მიყვარხართ!
იმედია აზრს სწორად ჩაწვდებით ^^



№1 სტუმარი black

Es xom saocrebaa;)sg chemo erkinio:D:D❤bravisimo...vuolaa mesie..SET ETONAN,SELA(frangulia):DSE MUA

 


№2  offline წევრი EmyLee

მმმ.. რა თბილია ერკე :*** საოცნებო ფერიების სამოთხე <3
--------------------
Rain Of Native Girl

 


რა საღუარლობააა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent