შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გაპატიებ


28-12-2015, 00:07
ავტორი ერკე
ნანახია 3 638

დამცირებული, ნამტირალევი ჩამუხლული ვარ კედელთან დუნედ,
ვფიქრობ მომხდარზე, ვიხსენებ წარსულს, რომელსაც უკვე ვერ მოვაბრუნებ
ერთი რამე მაქვს, სულ საფიქრელი, აქ რატომ გავჩნდი, დამცირებისთვის?
ყველამ ქეჩოში, რომ მირტყას ხელი ან დამიძახოს სადმე ცემისთვის.

ამას გპატიობთ!

უფალმა გაგვცა პასუხი ყველას, გიყვარდეთ ის, ვისაც არ უყვარხართ
მე კი ვასრულებ, მაგრამ სხვა არა, რატომ იყენებთ ამას უტიფრად...
ტყუვდები, ვითომ ყველგან სჭირდები, შენც სხვა რა გზა გაქვს, ეს გიხარია
მაგრამ აღმოჩნდება, თითქოს ხურდები, გადმოგიგდო და აგაკრეფინა...
გამოგიყენა მტვრის გასაწმენდად.

ჯერ დაგაპურებს, მერე გაგყიდის, ერთი წამით არ დაენანები,
ერთს მეუბნები, შემდეგ მეორეს, ჩამოგიშვია სულში ფარდები
დღეს მეგობრობა სულ დაივიწყე, მასთან გარბიხარ ვინც მეტ ფულს მოგცემს,
არ პატიობენ სიტყვას უნებურს, სულ შემთხვევითაც კი, რომ წამოგცდეს.

მე გაპატიებ!

მე გენდობოდი, როგორც მეგობარს, როგორც ყველაზე ძვირფასს ამქვეყნად
მეგობრობაზე და სიყვარულზე ძვირფასი არა მოიპოვება,
მე დამაბრმავეს და ვერ ვამჩნევდი, როგორ იცვლიდი ფერს და მიქარავ
მზად ხარ ღალატიც კი გამიბედო, ზურგში უნდობლად ჩამეცი დანა.

მე გაპატიე!

მიყვარდი, ზეცამ მომცა მის შანსი, მეჩუქებინა შენთვის ეს გული
ვგრძნობდი კი, შენ რომ შემიშვი მაშინ, როგორ იყავი დამძიმებული?
მე განმეჭვრიტა რომ დამტოვებდი? ან გულს მატკენდი ცივი სიმართლით,
არ გჭირდებოდი, მე მატყუებდი, ბოლოს კი მოხდა ისიც პირნათლად.

მე გაპატიე, რადგან სიყვარულს, შურისძიება არ შეუძლია!

ადამიანი თუ დაივიწყებს, ყველა სიკეთეს, რაც გაუკეთეს
უცხოდ მიგიღებს სახლში ნათესავს, შური არ გაგხდის, ფრთხილს და უკეთესს,
ნაღვაწ-ნაწვალებს, მისთვის სიკეთეს, უდიერად თუ მოეკიდება,
აპატიე და განზე გადექი, დანარჩენს მხოლოდ თვითონ მიხვდება.

მეგობრობას თუ გაცვლით ოქროზე, როგორც იუდამ ვერცხლზე იესო,
არ აცდენილა არავინ სასჯელს, თავის სიცოცხლით ყველას მიეზღო,
მეგობრის ნაცვლად მის თვალებში შენ, რომ დაინახავ მხოლოდ სიცივეს
თავს შეგახსენებს ცუდი გრძნობები, ისინი რაც შენ, გულს გაგიცივებს.

შეძელი პატიება...

მახსოვს დაცინვა, და გამწარება, ადამიანად თავსაც არ ვთვლიდი
ვითომ მეგობრებს, რომ ვუყურებდი, სურდათ სიცილი ჩემზე გათვლითი,
ჩუმად ვიჯექი, მარტო ყველასგან, და დამცირებას ვითმენდი ასე,
რადგან ვისწავლე მე პატიება, მსმენოდა პატიებისა ფასზე.

შური, ბოღმა და ბოროტი ვნება, გვერდზე გადადე, ის არ გჭირდება
სიყვარულია ყველაზე ძველი, ძლიერი და სასწაული გრძნობა,
როცა სიკვდილი შენს ბუნებაში, შენზე ბატონობს და ძლიერდება
სიყვარულია ძალა მპყრობელი, ვისაც ბოროტის ძალუძს ჩახშობა.

გამოდის ყველაფერი ყალბია, რაც არ აკეთე შენი თავისთვის,
მაგრამ მართალი მხოლოდ ფაქტია, რჩება სიკეთე და არა სხვა რამ,
იპოვე ძალა ხო, პატიების, ეს დაგიმშვენებს ზეცაში ადგილს
თუ მოიკელი, თუ სხვა დაჩაგრე, იცოდე კარგს საკუთარ თავს პარავ.

აპატიე შენს თავსაც!

თუ დრო მოგეცი, თუ გაპატიე, არ ნიშნავს, რომ სულ მთლად დავივიწყე,
ის დაილექა ჩემს დახშულ სულში, ახლოს ჰყავს უფრო, რაც შეუძლია
მთავარი მაინც - ღვთის სიყვარული, აპატიე და თან განიწმინდე,
ყველას გპატიობთ...
თქვენც მაპატიეთ, რადგან სიყვარულს, შურისძიება არ შეუძლია!
ე.მ.
13 ივლისი 2015

_________________
აპატიეთ. მეორე შანსს უბრალოდ ყველა იმსახურებს. ადამიანები იცვლებიან... სულ ეს მინდოდა ამ ლექსით მეთქვა. უფალიც ამას გვასწავლის... ვაპატიოთ ერთმანეთს, როგორც ილიას ცოლმა აპატია თავისი მეუღლის მკვლელებს, როგორც ქრისტემ აპატია რომაელებს. ვაპატიოთ ადამიანებს... ეს ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ არ დავიტოვოთ წყენა, არ ვაგრძნობინოთ არავის, რომ გვატკინა, არც ჩვენ ვატკინოთ და მხოლოდ ბედნიერებისთვის ვიცხოვროთ. ჩვენ გულებში ბედნიერებას მეტი ადგილი დავუთმოთ, ვიდრე ტკივილს.



№1 სტუმარი Natalii

Erkee saocari bichi rom xar shentvis jer ar mitqvams xo?jer kiara shens postze pirvelad vaketeb komentars :* arvici ra sityvebit sheidzleba gadmovce chemi shentani es usazgro pativisema da siyvaruli shen tvit shemoqmeds prozis tu poeziis <3 me pinansist (momaval:D ) gogos :) :) romelsac ciprebis meti araferi unaxavs,magram sheudzlia agqma im saswaulebis rasac shen aqveyneb ! Vamayob rom chems lamaz qveyanashi sadgac shenc daiarebi da abedniereb garshemomyopebs sheni arsebobit :* me ubralod bednieri var rom shemizlia sheni nawerebi vikitxo

 


№2 სტუმარი Natalii

Damwyeb da axalgamochenil mwerlebsrogorc wesi ar vkitxulob xolme ,mirchevnia vinc kargad wers da darwmunebuli var rom ragac dozit siamovnebas mivigeb upro matken gamirbis tvali,shen shegamchnie ramdenime egretwodebil "wamyvani" mwerlebis komentarebshi da komentaric ki imdenad srulyopili da emociit savse gaqvs rogor sheidzleboda sheni nawerebi ar momwoneboda :) shemdeg ukve facebook-is ert-ert jgupshi vnaxe sheni istoriis linki da aba ra momasvenebda,mas mere mogdev da vkitxulob yvelafers,megona am axladgamofrenil mkitxvels amxela yuradgebas tu dautmobdi amitom arasdros vakomentarebdi magram rodemde davitio es emocia gulshii ? :) :)moklet dzalian miyvarxar da gafaseb rogorc shemdgar mwerals !

 


№3  offline წევრი EmyLee

მიყვარხარ ♡
--------------------
Rain Of Native Girl

 


№4  offline წევრი მოლურჯო

იმდენად მეტკინა გული რომ ამეტირა
საშინელ რეალობაზე
დღეს-დღეობით ადამიანებს არ შესწევთ იმის უნარი რომ აპატიონ სხვებს
გული მეტკინა მართლა მეტკინა
იმდენი რამ გამახსენდა
ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებული
შენ ხარ ყველაზე კარგი ♥
ზედმეტად მტკივნეული იყო ეს ყველაფერი
--------------------
მარიამი

 


№5  offline წევრი sergio ramos

erkee warmoudgenlad nichieri da didsulovani xar ar vici sityvebi ar myofnis.ubralod zalian magari xar

 


№6  offline წევრი Ignifex

შენ ხარ გიჟი,არანორმალური. რა იყო ეს,თითოეული სიტყვა გულზე მომეფერა. როგორ შეგიძლია ასეთი იყო,ასეთი კარგი,გადარეული. ნიჭი ხარ,მუზა ხარ. მადლობა,რომ ასე მასიამოვნე! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent