შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდობანი! (თ.ჯ)


9-01-2016, 11:42
ავტორი თამუნა
ნანახია 2 231

ჩვენი სიცოცხლე წვიმის წვეთია,
წვიმა უფალის ცრემლები...
ცხოვრების ტვირთი მძიმე ვალია,
თუმც სიცოცხლეს ვერ ველევით!
რად გვინდა დღენი
საუკუნოდ რომ გაიწელოს?!
ჩვენზე ლექსები, ან
პოემები, რომ დაიწეროს?!
რად გინდათ შვილი?!
გალიაში უნდა გიმღეროთ?!
არა ჭირიმე,
ამ ცხოვრების გემო იგემოს!
მომინდა ფიქრი,
უფიქროდაც ხშირად მივლია,
ეს დედამიწა __
ფეხშიშველას შემომივლია.
იქ შემხვედრია:
დიდი შოთა, ვაჟა, ილია!
ჩემი ლექსებიც
ალბათ იქედან მოტანილია!
მე იმ წარსულით ვერ ვიცოცხლებ,
ვთვლი სირცხვილია!
ლექსი დავწერო?! ისე როგორც
წერდა ილია?!
შოთას თამარიც ვერ ვიქნები,
სხვა დრო დაგვიდგა...
საუკუნეებს თაობა ითვლის,
მე ვერ ვიქნები ვეღარც მარიტა!
შოთას თამარიც ვერ გავხდები,
ვერ ტატოს მუზა,
მაგრამ ნიკოლოზ ბარათაშვილს
გაგება უნდა!
გალაკტიონის აქ ხსენება უადგილოა,
მხოლოდ იმიტომ, რომ
სიცოცხლის არ ეყო ძალა!
სასაცილოა, მე ბოდიში, სასაცილოა,
სამშობლო, როგორ დაგავიწყა
„ვიღაცა“ ქალმა?!
და ერთადერთი, რასაც მართლა
გულით ვერ ვნატრობ!
და ერთადერთი, რაც ნამდვილად
არ მინდა ახლა,
გალაკტიონის ვერ ვიქნები
მერი ვერასდროს,
რადგან მე მათი სიყვარულის
არასდროს მწამდა!
„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი!“_
სხვა ქალზე ლექსი არისო ვდარდობთ!
სხვის გვერდით ნახა საკურთხეველთან
და შეიყვარა?! თუკი კი, რატომ?!
მას არ შესწევდა ძალა ცხოვრების,
მან აზრი მისცა სიკვდილს უაზროს!
ღმერთმა შემინდოს ასი წლის შემდეგ
მასზე მოსული ცოდვას თუ ვამბობ!
თუმცა რა ცოდვა?! ერთად დავფიქრდეთ!
რატომ მოიკლა თავი იუდამ?!
და რა შედეგი მოჰყვა მის სიკვდილს?!
ცოდვილს ცოდვები, ცოდვებს მოუტანს!
ცალ-ცალკე გავცეთ კითხვებს პასუხი,
მაინც ერთ დასკვნას ვაკეთებთ ყველა...
სიცოცხლის მტერი არის სიკვდილი,
შენ კი თავს იხდი, საკუთარ მტერად?!
თუმცა ამ სტროფით რა შეიცვლება?!
დაიბადება ვინმე უჩემოდ...
ვერ მოვესწრები ჩემზე რას იტყვის,
და მეც ვერ ვურჩევ თავს რით უშველოს!
თუმცა სიკვდილი, ვფიქრობ, ადრეა,
ჩვენ ხომ არ ვიცით თუ ის სად გველის,
ტკბილად ვიცხოვროთ სანამ ადრეა,
ჩვენგან ლამაზი დარჩეს სახელი!
დაუგეგმავად მივსდევ ცხოვრებას,
გეგმების გამო, ჩამოვრჩი მერანს...
თითქმის ვეწევი და შევაჩერებ,
რომ კიდობანში შევასწროთ ყველამ!
თამარ ჯიშკარიანი



№1 სტუმარი Black

Cemi umagresi poeti magaria,dzalian cemi kargi gogoo miyvarxar t.j <3

 


№2  offline მოდერი ლილიანა

ძალიან მომეწონა.ერთს ვიტყვი რასაც ხშირად ვიმწორებ
რა არის თვითმკვლელობა? სუსტი ადამიანის ძლიერი ქმედება თუ ძლიერი ადამიანის სუსტი ქმედება?
ლექსი ძალიან გულში ჩამწვდომია ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline მოდერი nicol

შეუდარებელი ხარ თამუნია love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

გადასარევი ლექსიააა!
ოღონდ მე არ მომეწონა გალაკტიონი ასე რომ მოიხსენიე მაინც.. ჩემთვის ნომერ პირველი გალაკტიონია, ნომერ პირველი პოეტი, რაც არ უნდა დავიწყებოდა სამშობლოზე ფიქრები და მერიზე ეწერა ლექსები. გალაკტიონი მაინც გალაკტიონია! პირველი... მეორე პოეტი... საქართველოში? უჰ. ვენაცვალე მე მაგას.
შენ კი ჩემო თამუნა, ძალიან კარგი ხარ. რაღაც საოცარი ლექსი იყო. ხმამაღლა ვკითხულობდი და დედაჩემიც ისმენდაა. იმასაც ცალკე მოეწონა და მეც მაგრად მესიამოვნა :* ბრავოო <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი თამუნა

ყველა ჩემს მეგობარს დაუკომენტარებია, დიდი მადლობა ჩემებო მიყვარხართ! love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მომეწონა, უცებ სურვილი გამიჩნდა მეც უცებ ახლა ამ შუა ღამით ფგავარდნილიყავი და მეწერა ლექსებიი... გალაქტიონი კი... მაინც გალაქტიონია... ძალიან მომწონს შენი ლექსები... ვაღიარებ სამი დღეა აღმოვაჩინე და ვკითხუობ, ძალიან მომწონს და მავსებს..

 


№7  offline წევრი თამუნა

terooo
ძალიან მომეწონა, უცებ სურვილი გამიჩნდა მეც უცებ ახლა ამ შუა ღამით ფგავარდნილიყავი და მეწერა ლექსებიი... გალაქტიონი კი... მაინც გალაქტიონია... ძალიან მომწონს შენი ლექსები... ვაღიარებ სამი დღეა აღმოვაჩინე და ვკითხუობ, ძალიან მომწონს და მავსებს..

მადლობა გაიხარე... უბრალოდ გალაკტიონი იმიტომ ვახსენე რომ მისი თვითმკვლელობა არ მომწონს, თორემ სხვა მხრივ მეც ძალიან მიყვარს მისი ლექსები და უმრავლესობა ზეპირად ვიცი... უბრალოდ აქ სხვა რომ მეხსენებია უფრო უცნობი მწერალი ან პოეტი ვერ გადმოვცემდი ჩემს სათქმელს... love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№8  offline წევრი maridb

arachveulebrivi leqsia yochag tamuna!<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№9  offline წევრი თამუნა

maridb
arachveulebrivi leqsia yochag tamuna!<3

დიდი მადლობა ჩემი სიხარულო!!!!!!! love love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი მონატრებული გოგო ხარ შენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent