შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი გავიცანი...


20-01-2016, 13:33
ნანახია 2 025

ქალი გავიცანი ფრთებმოტეხილი,
ზეცით იპუდრავდა უნაოჭო სახეს,
ტანი ჰქონდა ღამის ლაქებით მოწმენდილი
და ესაუბრებოდა საღამოობით მთის ძირს მთვარეს.

ქალი გავიცანი ტყის სურნელით აფეთქებული,
თითები ვარდის ღეროებს მიუგავდა გათლილს,
წვიმაში მეჩვენებოდა ღრუბლის ქულებით დამშვენებული,
მიხრა–მოხრაზე კი იადონს ჰგავდა ფრთებგაშლილს.

ქალი გავიცანი მწვანე თვალები ჰქონდა,
აფახულებდა უსივრცობაში დაღლილ თვალებს,
მიყურებდა ჩემი ნიავი მის სუნთქვაზე როგორ ქროდა,
და იღიმოდა ისე, ვით ბოლი ასდით ზეცაში სახლებს.

ქალი გავიცანი ჰაერს ჰგავდა,
სუნთქვა ჩემს ტუჩებზე მესმოდა მძაფრი,
ყოველ ღამით ჩამოიშლიდა თმებს, ვით ზეცაში იშვება ფარდა,
და ძილის პირულს მესმოდა მე მისი სუნთქვის ქნარი.

გავიცანი ისე როგორც პირველი ყვავილი,
შველს ჰგავდა მთის თხემზე მორბენალს,
სახეს ვუმალავდი მორცხვობით დაღლილი,
თან წარმვიდგენდი მის ჩანჩქერივით მოვარდნილ სველ ენას.

ქალი გავიცანი მარმარილოს ქვებში გაყინული,
მაგრად ჩავკარი ურო გარსში,
ის გამოისახა ხელებით ცამდე აზიდული,
თან რომ მოჰგავდა ჩიტს, ბუმბულით გარჭობილს ფრთაში.

ქალი გავიცანი შრებოდა უკვე ტბაში,
მზე იდგა მის თავზე და სულს ღაფავდა,
მუხლი მოვიყარე, მოვხვიე თითები აორთქლებულ თმაში,
ის კი ჩემს დანისლულ სახეს ორთქლით ნამავდა.

ქალი გავიცანი ღრუბლებიდან ეშვებოდა,
წვიმა არ იყო, სეტყვად იცრებოდა,
ჰაერში ჩიტების ფრთებს ემეგობრებოდა,
და მიწაზე სიყვარულის მღვიმეებში ინთქმებოდა.

ქალი გავიცანი უფორმო სიცარიელე იყო,
შორეულ ჰორიზონტში მოჰგავდა მირაჟს,
ვბრაზდებოდი, რომ სიცარიელემ ეს მიყო,
და ვემსგავსებოდი მე ზღაპრის ტიპაჟს.

მე ის მართლა გავიცანი ძილის დროს,
როცა თვალები ჩემი ზეცას მალავდნენ,
ვიღაც შორეული სიზმრებიდან კვლავ მომიხმობს,
და დილის მინდორს შემოდგომის ცრემლები ნამავდნენ.

მკვდარმაც შევძელი და ქალი გავიცანი,
კუბოს კედლებზე ნაზად დაფრინავდა,
ვეხვეწებოდი, სიბნელის მეშინია, გთხოვ დამიცავი,
ის კი უხმოდ იყო, სანამ საღამო აკლდამას არ დამიძრავდა.

ჰაერში გაბნეულმაც ქალი გავიცანი,
ვუახლოვდებოდი მის უფორმო მასას,
ვფრენდი მასში, ის კი მიედინებოდა ცამდის,
მე კი ვეფერებოდი ჰაერში ნაკვთებს, ფერადოვანს, ტალღოვანს და ტანადს.



№1  offline წევრი maridb

კარგი ლექსია
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი Evelina

სიამოვნებით მოვისმენდი ამ ლექს შენს წაკითხულს... ახლადელიბპოეტები მგონია რომ მხოლოდ რითმაზე ფიქრობენ და არა შინაარსზე. ეს ლექსი კი აერთ-ერთი იმათთაგანია, რომელმაც კარგი შეგრძნებები დამიტოვა!! ბრავო!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent