შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთებს გავშლი...


23-01-2016, 21:57
ნანახია 2 092

ცისკრის ფრთებს გავშლი,
ზღვის მიღმა დავიდებ ბინას,
ზამთარს ტოტებად აშლილს,
ჭერზე შევაწყობ ვერცხლისფერ მინას.


გავშლი ფრთებს ზღვიდან ზღვამდე,
და გადავუფრენ თოლიებს მარტო,
ვიფრენ დაღლილი მე ციდან ცამდე,
და ასე გაგრძელდეს ჩუმ სიკვდილამდე ვნატრობ.

გადავუფრენ ზღვისფერ ნაპრალებს,
და გავეხვევი მიწიერ ბოლში,
მთიდან მოწყვეტით ავიკლებ ტრამალებს,
და სუნთქვა–ქოშინით გავალ მზისფერ ბოლოში.

გავშლი მთებს ცისფერი მაისის წიაღში,
სადაც ყვავილებს თოვს თეთრი წვიმა,
მიმოვიფანტები ქროლვის ზღვისფერ ნიავში,
და ჩემი ფერების ზამთრებზე საღამო ზეცას მიწვდა.

გავშლიდი ფრთებს მიწიდან ცამდე,
თან წავიღებდი მე სხეულისფერ ფიქრებს,
ვითოვებდი იმედის გუნდებად გულიდან ზღვამდე
და ღრუბლიდან გადმოვყრიდი მე ფაფუკ მიწისფერ სხივებს.

მე ფრთებს გავშლიდი ქვიშაში,
ცხელი სანაპირო ზურგზე მიმოიფანტებოდა,
ვითამაშებდი ანცი ქარივით მე ლურჯ ქვიშაში,
და ზღვის ქაფები ჩემს მკერდზე დადნებოდა.

მე ფრთებს გავშლიდი ზამთარში,
სიცივე კანზე ძარღვებად ამეშლებოდა,
ყინულის დედოფალს გავალღვობდი მიწიერ საყდარში,
და მისი თითების შეხებაზე ბაგეები სანთლებად დამეწვებოდა.

ფრთებს გავშლიდი ოკეანის მშვიდ ქროლვაში,
სადაც დემონიც კი მშვიდად ერთობა,
ვიტირებდი მე შხეფების აალებულ ბორგვაში,
და ზღვის ნოზი შემომფიცავდა მარადიულ ერთობას.

მე ფრთებს გავშლიდი სამოთხის ბაღში,
და ანგელოზებს მიწისფერ ღიმილს დავახატავდი,
ვიღრიალებდი – აქ დამტოვეთ, არ მინდა მე მდუმარების სახლში,
და ღვთის კალთებს ზღვისფერი ცრემლებით დავნამავდი.

მე ფრთებს გავშლიდი სიყვარულიდან მარტოობამდის,
და ხან ტირილი სევდას ჩაძირავდა უნაპირო მარტოობაში,
ვიფრენდი დაღლილი მე შორეულ ცამდის,
და ვიქნებოდი ჩიტების გუნდთან სამუდამო სიამტკბილობაში.



№1 სტუმარი Bla..

Ra gemrielad wer leqsebs,bevri wers leqsebs magram ara grdznobit aramed ritmit..hoda sheni leqsebi upro amito momwons rom,shen gadmoscem grdznobebs sityvierad da didad ar aqcev yuradgebas im paqts rom aucileblad ritmiani iyos..ise wer leqsebs misi daxatvasac ki shevdzleb..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent