შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდიანი გიჟი (მარიამი)


3-02-2016, 10:42
ავტორი ერკე
ნანახია 2 394

გიჟი სიგიჟით იცნობა
მისი სადარი არ არის,
ცხოვრებაა თვით გიჟობა
კუნძულებზე ვართ კანარის.

შენთან გულწრფელად გამოგრძნობილი, გადავუვლიდი უსიტყვოდ თავზე
თორმეტ სასწაულს ისევ მოველი, ვეძებ სიმართლეს თეთრსა და შავზე,
აქაც სულია შენი სამოთხე, ისევ წიკ-წიკებს საათი ხელში
ბედისწერა თუ გამოგედევნა უნდა შეელღვა შუაგულ მზეში.

სევდა დაგვყვება კაცობრიობას, მთვრალად ყოფნა კი შენი ნებაა,
სახლში გაკითხავ, მაგრამ არ მხვდები, შენი ჰობი ჰო ცაში ფრენაა,
თუ გსურს გაფრენა, ერთად გავფრინდეთ, ეს წუთისოფლის საიდუმლოა
მთვარიან ღამით, შენში შეყუჟულს, რაც არ ილევა - შენი სითბოა.

შემიკრან თუნდაც ხელ-ფეხი მაგრად, მე გადმოვცურავ მთლიანად ამ ზღვას,
ვერ გავურბივარ სიგიჟეს ისევ, ეს სიგიჟე კი სულ მირევს თავ-გზას
მარიამ! შენი თბილი თვალები, მზერა რომელიც გადამდებია
თბილ ნაწილაკებს ჩემ სულში გზავნის, სიტყვებს აცოცხლებს გიჟს და ვნებიანს.

თავისუფლება რაღაც საშიში, მაგრამ ლამაზი ბრწყინვალებაა
გაქცევის გიპყრობს მაშინ სურვილი, შენივე გმირის ზექმნილებაა
თავს ესხმის მწუხრის ჟამივით გრძნობა, არც კი იცის რა არის დანდობა
სინანული უკვე გვიანია, შენ აირჩიე ცოდნით გაძღოლა.

სილამაზეც ვთქვათ, სასწაული ხარ... ადამიანს რაც უნახავს თვალით
ალბათ უფალიც სულ გაკვირდება, მას ხომ შენ ჰყავხარ იმედად ხვალის,
გამოსაგზავნად ენანებოდი, მაგრამ აქა ხარ, შენც ჩვენი გქვია
მიყვარხარ გიჟო, შენ რომ არ იყო, შენ იქნებოდი რაც ჩამითქვია.
ე.მ.
2 თებერვალი 2016 03:03

_____________
პ.ს...
ბოდიში ყველას, რომ დაგივიწყეთ და ასე საშინლად ვიქცევი, აღარც სიახლეებს ვდებ, არც აქ შემოვდივარ და მოკლედ ერთი შეხედვით კი ჩანს, თითქოს ეს საიტი და თქვენ აღარ მაინტერესებთ, მაგრამ არ მინდა ასე იფიქროთ!
საქმე იმაშია, რომ ნოუთბუქი გამიფუჭდა, ჩვეულებრივად იქიდან შემოვდიოდი ხოლმე და თან დღეში რამდენჯერმეც... ახლა, არ მაქვს ნოუთბუქი (ჩემი პერსონალური) და ვერც აქ შემოვდივარ ისე ხშირად, როგორც მსურდა ხოლმე...
იმედია მომიტევებთ ამას და გპირდებით რომ აუცილებლად დაგიბრუნდებით.
მარიამს რაც შეეხება.. ჩემთვის შესანიშნავი მეგობარი და ძალიან კარგი გოგოა. სილამაზითაც გამოირჩევა რასაკვირველია და მისი ბუნებით, რომელიც ადამიანის გვერდში დგომას ითვალისწინებს.. უფრო სწორედ, თუ გვერდით გიდგას, ესე იგი გიდგას! და ეს არ არის უბრალო სიტყვები...
მიყვარხარ შენ... ყველაფრისთვის სევდიანო გიჟო <3



№1  offline მოდერი ლილიანა

ლამაზი,თბილი და საყვარელი ლექსი იყო ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს ჩემი ბიჩია... ჩემი გემრიელიი, თბილი ბიჩი...

 


№3 სტუმარი Meskhi

Dzalian kargi leqsia...yochag ercke,momewona <3

 


№4 სტუმარი Black

Am pererivs ra vutxari..:Detyoba vigrdzeni ro ar iyavi da arc me shemovdiodi..xandaxan shemovdiodi da sheni siaxle ar mxvdeboda amitom chemi tamus leqsebs vkitxulobdi:D<3hoda ertxelac:Dvnaxe sheni es siaxle da aha:D

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

Black
Am pererivs ra vutxari..:Detyoba vigrdzeni ro ar iyavi da arc me shemovdiodi..xandaxan shemovdiodi da sheni siaxle ar mxvdeboda amitom chemi tamus leqsebs vkitxulobdi:D<3hoda ertxelac:Dvnaxe sheni es siaxle da aha:D

ოო ბლექინიო :დ რავა ხარ გეჟოო :დდდდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent