ძეწნა
თვალცრემლიანი და თმაგაშლილი, ვის გლოვობ , ნეტავ , წყალში ჩამდგარი? შენი სინაზით მადააშლილი, მე პოეტი ვარ , სევდით დამდნარი. ფიქრების მიდევს ღამე ლანგარი. ხიდი კი, ვიწრო , სავალი ბეწვად. ღამის წყვდიადი , როგორც სანგარი და მესიზმრები სიმწვანით , ძეწნავ! არ მინდა მოვყვე ამბავი ვრცელი. მღუპავს სიმორცხვე და მინდა ხვეწნა. მოვსულიყავი . შემეშრო ცრემლი. და ჩამოშლილი ტოტები მეწნა. ღამისთვის სილა ლოყაში მეწნა. ორივეს ღამის გვაწუხებს მწუხრი. ქალად ქცეული შენა ხარ ძეწნა და შენ სინაზეს ქედს მიტომ ვუხრი. მე აღარ მინდა მტირალა გერქვას. ჩამოშლილ ტოტებს დალალად შევწნავ. ბოლომდე ვერ ვთქვი , რაც უნდა მეთქვა. ქალი ხარ, სხვას თუ გონიხარ ძეწნა. ალეკო ჩინჩალაძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.