შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წელს ალბათ ვარდები შემოვა მოდაში...


15-02-2016, 00:08
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 037

გახსოვს ის დრო როცა პირველად დავშორდით?!
ეოსის თვალებმა უშენოდ ინათა...
დამაშვრალ წყაროსთან სადაც ჩვენ ვბავშვობდით
ახლა იმ სხვისი ხარ, ვინც მაშინ გინატრა.
მას შემდეგ ოცნება გავცვითე რამდენი,
მზე დადნა ღვთაებრივ სიტურფის მზერაში...
არასდროს ყოფილა ჯერ სევდა ამდენი,
ჩუმი მონატრება თაფლისფერ მზერაში.
უჩუმრად გახსნილა სამოთხის კარები,
ალერსს მოჰყოლია ვარდები... ლექსები...
და მაინც მიდიხარ, კვლავ მიიპარები,
ქარვას სწვავს გრძნობათა მხურვალე რელსები.
გაფრინდა გული და ერთმანეთს დავშორდით,
დაისი ვერ შეგხვდი შენ, ნანატრ ალიონს,
როგორც თეთრ სერაფიმს ღრუბლების აშორდი,
ფეხებქვეშ გაგეგე, როს გაჰყევ გალეონს.
შორს ვიღაც ატმისფერს აკვნესებს სალამურს,
ცეკვავენ ბოშები ჰანგების ბოდვაში,
კვლავ მოუწყენია სამზერად საამურს,
წელს ალბათ ვარდები შემოვა მოდაში...



№1  offline წევრი anuki-ano

მომეწონა <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

იმაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს როცა შენი სევდითაც კი სხვისთვის ბედნიერება მოგაქვს

request

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ულამაზესია. ყოჩაღ ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent