შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოსტალგიის წუთი


15-02-2016, 20:45
ავტორი Kristy
ნანახია 1 937

ლექსებს გიყვები შუაღამის უნიჭო წამში,
ირგვლივ იღვრება უკუნეთის შავი ზმანება
და ჭირვეული, მოუთმენლად ვიღვრები ხმაში,
რომ უკვდავება დაგიხატონ ურჩმა ქარებმა!

და ისევ ვყვები უსაშველოდ დაღილ სტრიქონად,
როგორ იღვრება სამყაროში უნიჭო ბანი,
როგორ გამოაქვს მორჩილებას ცოდვა საჯაროდ
და როგორ კვდება მშობლიური ჰოე და ანი!

წამში გათვლილი საუკუნის უაზრო დენა
და კვლავ უაზროდ დაკარგული თავისუფლება...
კვლავაც გრძელდება შეუცვლელი ეს ავანსცენა,
რადგან მივეცი საიდუმლოდ მე ეს უფლება!

და მოუთმენლად, თითქოს იყო სულ ბოლო წვეთი,
მე უსასრულო სასრულობით შეგახე ხელი,
ამეკვიატა უცნაური, თავხედი წუთი
და სანიმუშო ერთგულებით მე ისევ გელი!

მინდა სიტყვები დაგიმარცვლო უკვდავ ბგერებად
და დაუდევრად შემოვაღო გრძნობის კარები!
უცნაურია, რომ სიტყვები მაწვიმს ნუგეშად,
როცა სიჩუმის ირეკლება გრძელი აკრები!

მინდა სანუკვარ მეამბოხედ მიგრძნო უეცრად,
აღარ იკითხო რისთვის ღირდა ამის ჩვენება
და უეცარი გაელვება ნაზი აკორდის
ისევ გესმის და სინამდვილე არ გეჩვენება!

მინდა, რომ დარდად შემოგაწვე, შემოგესიო,
რომ შეგახსენონ არსებობა უხმო ბგერებმა
და სიყვარულის უკვდავ სულად მინდა გეწვიო,
რადგან დაობდა რეალობა... მიხმო ფერებმა!



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

"რადგან დაობლდა რეალობა" ჯადოსნურია
ეს სამი სიტყვა თან სიმართლე წრფელი, ალალი,
სულის ნაწილის ვერპოვნა თუ დასასრულია,
ამ სიტყვებს იქით მოპაექრე არ მსურს არავინ...
ძალიან მომეწონა, ორიგინალური, უცხო და მრავლისმთქმელი სიტყვებით შემკული სტრიქონები იყო.

 


№2 სტუმარი Magda

ძალიან მაგარია

 


№3 სტუმარი Gio

კიდევ ერთი დიდებული ლექსი შენგან. საიდან ასეთი გრძნობები თუ სიტყვები თუ ნიჭი რავი

 


№4 სტუმარი Nini

ულამაზესი ლექსია

 


№5 სტუმარი Firestorm

დაობებული რეალობა ახალი არ არის , მაგრამ ისე ახლებურად გადმოეცი გამაოცე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent