შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველას, სანახავად ვისაც ვაგონდები...


18-02-2016, 00:22
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 895

სულ თუ იქნება ხუთი ან ექვსი
დღე რაც თქვენთან ვარ და მინდა ყველას,
მოგიძღვნათ ერთი ლამაზი ლექსი,
ვინც გრძნობანარევ აყოლებთ მზერას.
ჩემი ტკივილით სავსე ტაეპებს,
გხიბლავთ რიტმათა ღიმით თამაში,
აზრები ერთურთს რომ გადაებეს,
თანადგომა დევს ლექსის ნახვაშიც.
მადლობა ყველას, დროის ნაწილი,
ამ ცხოვრებისა არ გენანებათ,
და მომაკვდავი ბერი არწივის
გულით მიიღეთ თქვენ შენანება...
ყოველ ცისმარე ახალ მეგობრებს,
სასიყვარულო იწილ-ბიწილოს,
შეჰხარის გული, ჩვენ ვიმეგობრებთ,
წლებმა რამდენიც უნდათ იწივლონ!
დარდი დე მუზებს წაუღიათო,
ტრფობის ჯეჯილი როცა ბიბინობს,
ვაითუ მხარში დაუჭრიათო,
რომ აღარა სჩანს ჩემი მიმინო?!
ბრიყვი არ ბრძენდება, აზრი მიგრძელდება,
გრძნობა ბედისწერით როდია ნასუქი,
იმედს ნუ დაკარგავთ, ცხოვრება გრძელდება!
თუ კვერი არ ცხვება, დააცხვეთ ნაზუქი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent