შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა უჩემობა გჭირდეს


18-02-2016, 17:45
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 045

*****************************
მინდა, ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს,
დაგუბებულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს...
იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს
და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს...
მიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს.
მთელი ღამე მშვიდი, წყნარი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს...



**********************************
მახსოვს გაბნიე ყველა სიზმარს
ყველა ოცნებას
და მთავარ როლში შენ დაგაყენე.
ეს იყო მაშინ
დიდი ხნის წინათ,
მე ალბათ მერქვა ჯერ კიდევ ბავშვი.

მახსოვს, ვაშენე ხელის კანკალით
პატარა სახლი
და მის ეზოში
შენც დაგასახლე-
მე და შენ გავხდით
მრავლობითში "ჩვენ" ისე უცებ,
და ისე უცებ ვწყვეტდით კანონებს
ოჯახურებს და სამეზობლურებს
რომ ჩემი თავი ყოვლისშემძლე ქალი მეგონა!
ბავშვობის წრიდან გამოსული
დღეებს ვრეცხავდი,
ღამეებს ლილით ვამუქლურჯებდი,
ხიდებს ვაგებდი,
მიმოსასვლელებს
შენი სივრციდან-
ჩემს სამყარომდე,
და დიდი ქალის იერს ვხვრეპავდი
თითო კოვზობით სავსეს პირამდე,
ისე როგორც და, ქმარ-ექიმბაშს დაუდგენია-
ღამის შვიდიდან დილის შვიდამდე.
ისიც ხომ გახსოვს,ვერა ვძღებოდი შენი მკლავებით
შენი ფერებით
ისიც ხომ გახსოვს დილა-საღამოს
შენს გზებს ვკეცავდი,
ვაასკეცებდი,
ვეღარ ვუცდიდი შენს დაბრუნებას
ვეღარ ვითმენდი დაღამებამდე
ვეღარ ვიტანდი ღამის პერანგებს
დასრესილებს და გადათელილებს
შიშველ ძილ-ღვიძილს
შენ შემაჩვიე...

ეგ ყველაფერი უბრალოდ იყო,
ეგ ყველაფერი ჩაყლაპული ლუკმის მსგავსია,
და დღეს დილით რომ გავიღვიძე
ასე ვიფიქრე, ჩემი გამქრალი სიზმრების გარდა
აღარაფერი არ გამაჩნია.
შენ შემოგხედე,
ისევ ხვრინავდი
(ისევ იმ მხარეს
მიჩოჩებულს ჩაგძინებია),
და მდუმარება რომ დამერღვია
ამოვიოხრე უცებ წარსული,
და ჩაყლაპული ლუკმის გემო
პირში სიმწკლარტედ და სიმწარედაც რომ შევიგრძენი,
მსურდა რომ მეთქვა:

შენ და მე როგორ იქცევა "ჩვენად"
ხან საკუთარ "მეს" სად გავექცე
თავად არ ვიცი...
მე ბავშვობისკენ ასკინკილით გზას გავიკვლავ
ვეღარ დავიცდი-
მოდი, შემეშვი!
ისედაც დიდი ხანი მაფრქვიე შენი სხეულის ყველა ნაწილზე
როგორც სუნელი .
როგორც საკაზმი,
მაუგემურე!
შენი სიტყვებიც ისე მოთენთე
ჩემს ფერებაში
რომ მინდა დღესვე
აი,ამ წუთას შეწყდეს თამაში
ჩვენობანას ყალბი თამაში-
...ჰოდა, გავდივარ დიდქალობიდან
მსურს ისევ ვიყო
უბრალოდ
ბ ა ვ შ ვ ი...



კარგი იყო მომეწონა
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline წევრი Diosa Dela Tristeza

რა კარგი იყო❤

 


№3  offline მოდერი ლილიანა

lann❤
კარგი იყო მომეწონა

gvanciko_gvancunia
რა კარგი იყო❤

გოგოებო ❤❤❤:-)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი aleksandre

მთელი ღამე მშვიდი, წყნარი წვიმით წვიმდეს love რა კარგია ყოჩაღ

 


№5  offline მოდერი ლილიანა

aleksandre
მთელი ღამე მშვიდი, წყნარი წვიმით წვიმდეს love რა კარგია ყოჩაღ

❤მართლაც ,რომ ყოჩაღ მის ავტორს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline წევრი aleksandre

ლილიანა
aleksandre
მთელი ღამე მშვიდი, წყნარი წვიმით წვიმდეს love რა კარგია ყოჩაღ

❤მართლაც ,რომ ყოჩაღ მის ავტორს

ვისი ლექსია? love

 


№7  offline მოდერი ლილიანა

aleksandre
ლილიანა
aleksandre
მთელი ღამე მშვიდი, წყნარი წვიმით წვიმდეს love რა კარგია ყოჩაღ

❤მართლაც ,რომ ყოჩაღ მის ავტორს

ვისი ლექსია? love

არვიცი სამწუხაროდ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent