შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***მე ქვეყანაზე ნახევრად შენი მერქვა!


15-12-2015, 10:00
ავტორი თამუნა
ნანახია 2 445

მე რომ მოვკვდები, ამ ქვეყნიდან, რომ წავალ,
ვიღაც დამრჩება, ვინც უსათუოდ იტყვის!
__არ წერდა ლექსებს, ის გვიყვებოდა ამბავს,
მის ცხოვრებაზე, მოგონილად რომ თვლიდით!
მე რომ მოვკვდები, თუკი დამრჩები შენ აქ,
თუკი იქნები მომსწრე ამ ჩემი სიტყვის,
გეცოდინება, რომ არ უხდება ლექსებს,
ყალბი სიტყვები და აღწერები სიზმრის!
გაგახსენებენ, როგორ წახვედი ჩემგან,
მოგიყვებიან როგორ მტკიოდა ხორცი!
რომ ქვეყანეზე ნახევრად შენი მერქვა,
რომ საბოლოოდ ამ ნახევრობით მოვკვდი!!!
მოგიყვებიან, როგორ გელოდი, როგორ,
მოგიყვებიან, როგორ გამწირა ყველამ,
რომ ოცნებებმა შემიწირა და ბოლოს,
უიმედობის ღვარში ჩამაგდო ცრემლმა!
გაგახსენებენ, როგორ წახვედი ჩემგან,
შენც გეტკინება, მე რომ მტკიოდა ხორცი!
მე ქვეყანაზე ნახევრად შენი მერქვა,
და საბოლოოდ ამ ნახევრობით მოვკვდი!
მე რომ მოვკვდები, ამ ქვეყნიდან, რომ წავალ,
ვინც აქ დამრჩება, ის უსათუოდ იტყვის:
__ის წერდა ლექსებს, ის გვიყვებოდა ამბავს,
ამბავს , რომელსაც თქვენ მოგონილად თვლიდით!
თ.ჯ



№1  offline წევრი მოლურჯო

საინტერესო იყო
ცოტა გულნატკენი დავრჩი.
--------------------
მარიამი

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი გოგო ხარ შენ

 


№3 სტუმარი ძალიან მომეწონა ეს ლექსი.

ძალიან მომეწონა ეს ლექსი და ძალიან კარგი გოგო ხარ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent