შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წავიდეთ !


22-02-2016, 13:00
ავტორი Kristy
ნანახია 1 975

წავიდეთ!
მოვშორდეთ სამყაროს ღელვას, რომ
მშფოთვარე სივრცეში ტალღებმა არ გადაგვიაროს!
წავიდეთ,
ავუყვეთ გრძნობების ხეობებს!
გადავდგათ ნაბიჯი - განვუდგეთ უსისხლო მკვლელობებს!

წავიდეთ!
ვეძიოთ მშვიდობის ველები -
ჩემს წარმოსახვაში დანისლულ ხეობებს ვეხები!
წავიდეთ -
ვიხტუნოთ მზის ცისარტყელაზე,
ფრთაშესხმულ ბარტყებივით ვილოცოთ მის ნათებაზე!

წავიდეთ -
გველიან ტიტველი ვერხვები,
ჩვენ ავაყვავილოთ ტუჩების მხურვალე შეხებით!
წავიდეთ!
ღრუბლებზე ავიდეთ ფერებით!
ვამღეროთ ჩიტები მხურვალე, მაჟორულ ბგერებით!

წავიდეთ,
ვიპოვოთ ზღაპრული ქალდეა,
სადაც უკვდავი სიყვარული დაისის ზღვაზეა!
წავიდეთ!
ისმინე მშფოთვარე ბგერები
გაუხედნავი ტატოს მერანის... ვატყობ, მნებდები!

წავიდეთ,
მოვშორდეთ ამ ჩაკეტილ სივრცეს!
ვიპოვოთ სილაღე, მივცეთ სითამამე ჩვენს სიტყვებს!
წავიდეთ,
ვეძებოთ ახალი ცხოვრება -
ჩვენთვის საოცნებო და ვპოვოთ სულისთვის ცხონება!

წავიდეთ!
წავიდეთ... სულაც რომ გავფრინდეთ,
ჩვენი სიყვარულით უდაოდ ჰაერიც გავწმინდეთ!

წავიდეთ!



№1  offline წევრი teddy))

Dzalian kargia! Sheni dawerilia xo? :* momewona! Lamazi sityvebi aris gamoyenebuli! Warmatebebi!

 


№2 სტუმარი Magda

წავიდეთ. მოგყვები მეც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent