შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაე დაიწყოს ოდისეა დაუვიწყარი


23-02-2016, 00:27
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 833

რაკი მომყვები, მაშ, ჩამჭიდე მაგრად ხელები,
ცის თაღზე ვარსკვლავების რუკას გაშლის ჰელიოს,
დროა გადავვლოთ ჩრდილოეთის ცისარტყელები,
სული ობოლი სიყვარულის ქალაქს ეწვიოს.
ღრუბლების ტბაზე გამიხიდავს ჩემი ლექსები,
არ ჩავარდები, არ გაგიშვებ, ნუ გედარდება,
ლეპრიკონების სამეფოზე გადის ეს გზები,
შენი ბავშვობა აყვავდება წითელ ვარდებად.
გაჩვენებ ყველას, ვისი ნახვის აღარ გჯეროდა,
აქვე შეგხვდება ის პრინციც შენ რომ არ ელოდი,
შენ დაგავიწყდა სიყმაწვილე.. ის კი გელოდა...
სწამდა ერთხელაც მასთან ისევ დაბრუნდებოდი.
რაც გსურს ინატრე, აგიხდება ყველა სურვილი,
ოღონდაც ნახულს ნუ უარყობ, ოღონდ იწამე,
ზემზემის წყაროზე მოვიკლათ თუ გსურს წყურვილი,
გულს მეჩონგურის ღვთაებრივი ჰანგით უწამლე.
ადგილი სადაც დღე ცისმარე გაზაფხულია,
ნახე ღიმილით გიცქერიან ქრიზანთემები,
შენ რომ გეგონა მიგატოვეს, ისევ გელიან,
ფერიები და გაზაფხულის თბილი ფერები.
აპრილის წვიმა დაგისველებს ისევ დალალებს,
როცა ნაღველი მიგატოვებს მუდამ სევდიანს,
სულ ერთი წამით გადახედე შენებრ დანამულს,
ჩვენი გზის პირას აყვავებულ მწვანე ვერხვიანს..
შეხედე, მიწად ჩამოღვრილი ბერი ტირიფი,
თავისთან გიხმობს, ჩაგიკონოს ერთი სული აქვს,
და განა ილუზიაა ეს მხოლოდ ირიბი,
განა ეს ყველაფერი გრძნობის დასასრულია?
ამ ჯადოსნურ ტყის სურნელება არ აქვს ტაეპებს,
თუმც მაგ სტრიქონებს ქრიზანთემის დაჰკრავს იერი,
უმუზო პოეტს აზროვნება ადვილ იმონებს,
სასოწარკვეთას სწორედ აქ აქვს დასალიერი.
აბა მითხარი, ნუთუ სულაც არ მოგენატრა,
შენი ბავშვური ოცნებების ლექსად დაწერა,
მე გავიგონე შენი გულის ეს მცირე ნატვრა,
და არსაიდან ამად გავჩნდი ზღაპრულ ნაწერად.
გელის ბავშვობა ხელგაშლილი, ნუ მიატოვებ,
გზა რომ განვაგრძოთ, მათი ენა უნდა ისწავლო,
დაგეხმარები ყველაფერში, არ მიგატოვებ,
მეც ძლიერ მინდა რომ გულწრფელად ლოცვა ვისწავლო.
რაკი გაბედე, წარსულის კარი გამოგივლია..
ჟამი დამდგარა რომ ჩახედო შენს სულს თვალებში
და ის ბულბული, რომ აქცია ბედმა ნიბლიად,
ისევ ბულბულად დაგვიბრუნდეს ზღაპრულ მხარეში.
ამ მომენტიდან მე აქ შენი ლურჯა ვიქნები,
როგორც წიქარა, მთელ სამყაროს შემოგატარებ,
ჟამი დადგება კვლავ ბულბულად გარდაიქმნები,
ლექსად გვიმღერებ იმ ძველ სევდას გულით ნატარებს...
მომიყვანია მეგობრებო გედი დაჭრილი,
დე თქვენ უწამლეთ დაწყლულებულ გულის იარას,
ლექსით გახიდულ გზაზე, მტრედო, ზეცად აჭრილო,
მოსწი სადავე, თუ შენთვის ეს სამყაროც კმარა?!



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

საყვარელ საქმეს თუ გულით არ ემსახურები, ვერასდროს გააკეთებ request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent