შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შარიშურობენ... მოგონებები


25-02-2016, 16:55
ავტორი Kristy
ნანახია 2 314

შარიშურობენ გაცრეცილი ძველი ფურცლები,
გახუნებულან საუკუნის უაზრო წლები,
მეჩხერ აზრებში უცაბედად დაიწყო თოვა...
არ გაიკვირვო უნებლიედ შექმნილი გლოვა!

ღარიბი წამი აყალიბებს მარტივ ოცნებებს,
მოკვდავთა ენა ამახინჯებს თავის კოლეგებს,
უცხოობით იჟღინთება ჩაკეტილი სივრცის
უღიმღამო ფერთა გამა, მზე კი ისევ იცდის!

ფოთოლცვენით გაშიშვლებულ ღარიბ ხეებს ვგავარ,
გაზაფხულის მოლოდინში უკვე აღარა ვარ,
ნაწვიმარ გზებს გადასვლია მოწყენილი ფერი,
მე კი ისევ სევდიანი სამოსელით გელი!

საუცხოო ნუგეშია, კარგო, შენზე ფიქრი,
შენზე წერა, როცა ღამე ასე ჩუმად მიქრის!
გაბზარულა საყდარი და სევდა წვეთავს სულში,
ავსებულა სიბინძურით სისპეტაკის სული!

უდაბნოში სურვილების ოაზისად მომევლინე,
ნება დაგრთე, რომ ცხოვრებას ისევ მოგეცდინე...
ინაზება ულმობელი ღამე (შენ რომ აქე),
სული მტკივა და იხშობა ღაღდისას ბაგე!

ჩუმად გიწერ მონატრების უცხო შესანდობარს,
ცრემლს გიმალავ უაზრობის უკეთ შესაცნობად,
კალმით ვარღვევ უსიტყვობის უხმო უდაბნოს და
ისევ გიცდი... ოცნებებში წვიმას ისევ უნდა მოსვლა!



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

დედამიწაზე არაფერია უნაკლო, აქ ყველაფერი სხვანაირია, ადამიანური... ამიტომ აირჩია სიყვარულმა საცხოვრებლად ეს საოცარი პლანეტა... ახლა მესმის...
დაბრუნებას გილოცავ... შენ ერთადერთი ხარ ვინც დაბრუნდა... გმადლობ love

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჰო, თუმცა არის ერთი მცირე ნიუანსი, მას არ სჭირდება სრულყოფილება, ის ადამიანთა სახლია smile

დროა წყვდიადიდან სინათლეში გადავინაცვლოთ, ამიერიდან ალიონს შევეგებები ლექსით
request და დამავიწყდა მეთქვა, კარგი ლექსია

 


№3 სტუმარი Magda

სრულყოფილი ხარ

 


№4 სტუმარი Gio

მაგარი ლექსია ძააან

 


№5 სტუმარი Nini

საოცრება ხარ

 


№6 სტუმარი Firestorm

მოგონებების შარიშური
უცნაურად დიდებული ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent