შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენთან მოვალ...


26-02-2016, 09:52
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 206

შენს ფანჯარასთან, გარიჟრაჟზე, მზის სხივად მოვალ,
ღამის წყვდიადში შემოსეულ შევმუსრავ ეჭვებს,
სანამ ბნელეთის ლეგეონით დაისი მოვა,
მინდა სითბოს და ნატვრას შუა თვალებში გეწვე.

სხეულს სიმშვიდედ მოჰფენია სურნელი გვიმრის,
ფიქრით გულის კარს შემოგიხსნი, დავჯდები ახლოს,
შენს სხეულს ჯერაც სისპეტაკე მოჰყვება ირმის,
შემეხათრება, ბუნების შვილს ხელი რომ ვახლო...

შენ და მხოლოდ შენ, ერთადერთო, სიტყვაზე მენდე..
ვიცი საფასურს დრო ამისთვის ორმაგად მომთხოვს,
ძველი სამყაროს დასანგრევად ვეძებდი ბენდებს,
ახლა... ისეთი სიჩუმეა, მგონია მოთოვს...

მჯეროდა... მართლა იღბალია შეხვედრა ჩვენი,
ქარვის სახეზე დაჩრდილული ცრემლი თუმც არ ჩანს,
მე თურმე გრძნობა მეძახოდა აქამდე შენი,
ბედნიერი ვარ... გონებაც რომ გრძნობასთან დარჩა.

შემოვამტვერებ ალიონზე მე შენს ფანჯარებს,
ჩაეკონება ახალ იმედს საფეხურები,
ფრთხილადვე ავყრი სევდანარევ წარსულს ანჯამებს,
გაფერმკრთალდება მალე მისი ნაფეხურები...

გულში ჩავიკრავ საყვედურებს ჩუმად ნატარებს,
დავეფინები ჯერთ მძინარე ბაგეთ ღიმილად,
დრო მოვა, ზღაპრად მოუყვები ამ დღეს პატარებს,
და სიზმარეთში მყოფი ჩუმად ჩაიღიმილებ...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

გაიხარე, ყველაფერი ლამაზია რაც ლამაზ გრძნობას ეძღვნება love

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური შეფასებისთვის request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent