შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალაქის ხმაურში ვეძებ შენს სიჩუმეს !


2-03-2016, 00:02
ავტორი Kristy
ნანახია 2 070

თითქოს შეერია გრძნობა არემარეს,
როგორც წარმოსახვის უტყვი აგონია,
ყურში უცნაური ექო ჩამჩურჩულებს
იმას, რაც არ ვიცი და რაც არ მგონია!

წამი საუკუნეს ისევ ემალება,
ქრება საუკუნოდ შენი ანაბელ ლი,
თითქოს უსივრცობის ხმაში იკარგება
ჩვენი სიყვარულის მკრთალი ანარეკლი!

ქალაქის ხმაურში ვეძებ შენს სიჩუმეს,
რადგან უაზრობამ ხელი შემომხვია,
მინდა შემოგჩივლო, ჩემო სიყვარულო,
რაღაც უჩვეულო სევდა რომ მეწვია!

ისევ იღვიძებენ უსიტყვო ნოტები,
თითქოს დადუმება გამოსავალია,
დავალ დაბნეული უცხო მსვლელობებში...
მე ვარ დამნაშავე, ვისი რა ბრალია!

სულეთში ვაბიჯებ უსულო გზირივით,
უკვე აღარ ვითვლი წამსა და საათებს,
რადგან საუკუნოდ გითხარი უარი,
ახლა კი გრძნობისთვის ვიგონებ არაკებს!

ვიცი, რომ დასრულდა ლამაზი ზღაპარი,
რომ გული მისტირის მაგ ფერად ლაჟვარდებს;
უბრალოდ, მომინდა მეთქვა, რომ დამჩემდი,
რომ უსაქმურობით ვსტუმრობდი შენს ვარდებს!

სიცივე ძვლებამდე უთუოდ მიაღწევს,
ნამდვილად შემრცხვება იმის, რაც ვიკადრე!
უბრალოდ მინდა, რომ ისეთად მიცნობდე,
როგორიც გეგონე უაზრო სიტყვამდე!



№1 სტუმარი Teo..

Dzalian momewona.emociebi verdavmale kitxvis dros.bravo.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჰო... ლექსია მეტად კარგი,
მოგონება გამიღვიძა...
ელეგია არად ვარგა,
ამიტომაც აწმყოს ვიცავ...

შენს მოსირმულ მოგონებებს,
ღრუბელივით ავეკიდე,
რა ვქნა ასე მოინებეს,
გონებამ და გულმა კიდევ.

არ ეწერა შეუღლება,
ოცნებების კრიალოსანს,
მივეპარე შეუგნებლად
და მოვახტი ცისფერ ფრთოსანს.

გამივლია ეფირები,
ჯოჯოხეთის ნეტარება,
დაბრუნებას ეპირები...
გულს კი ეჭვი ეპარება...

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მერედა განა ცუდია?! ნახე როგორი ფაფუკი, ბამბისქულასავით ლექსები მაქვს wink

 


№4 სტუმარი Magda

უნიჭიერესი ხარ love

 


№5  offline წევრი ელლ

ai es ki momewona. ritmebi saertod ar iyo sachiro,radgan leqsis organuloba davinaxe, namdvilas sasiamovno da sigrmiseuli iyo. warmatebebi.

 


№6 სტუმარი Gio

უმაგრესი ლექსია. მადლობა რო დაიწერა

 


№7 სტუმარი Firestorm

მინდა რაღაც ვთქვა ძალიან მინდა შევაფასო რამენაირად, მაგრამ რა შემიძლია ვთქვა მე როცა ლექსი უკვე ყველაფერს ამბობს. ბრავო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent