შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და დროა, უბრალოდ ადგე და მიჩუმდე...


2-03-2016, 09:22
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 792

გნახე და უეცრივ აზვირთდა გრძნობები,
კონტრასტს ქმნის გრძნობასთან წყვდიადის სიჩუმე,
გამექცა ხელიდან შესაძლებობლები,
და დროა, უბრალოდ ადგე და მიჩუმდე.
საკუთარ სიზმრებში დავეძებ შენს თვალებს,
ვიცი რომ სხვისი ხარ, ნახვისას ვჩერდები,
რამდერჯერ მატკინე გული თუ დათვალე,
რად ამიკვიატე, რაღატომ გჩემდები...
ჩემი ანაბელი არასდროს გაქრება,
ხელები აჩრდილებს აღბეჭდავს რომანად,
ვიცი ეგ სანთელი არასდროს ჩაქრება,
არ უნდა გულს უკვე იარის მობანა.
ჩვენი სიყვარულის მკრთალი ანარეკლი,
მხოლოდღა ჩემ გულში უნიშოდ კიაფობს,
და მიტოვებული გრძნობების სამრეკლო,
წახვედი... დამტოვე... რაღა გსურს მიამბო?!
და ახლა სწორედაც ოქროა დუმილი,
ღალატის უფლებას ვერ მოქცემ იცოდე,
არასდროს გესმოდა სინდისის ღმუილი,
და მხოლოდ შენ არა, ჩვენ ორნივ შევცოდეთ...
უნდა დამეკალი სამსხვერპლო ხარივით,
მაგრამ ლუციფერთან არ უნდა გამეშვი,
სინანულის ცრემლი იქუხებს ზარივით,
და მაინც აქამდე, ო, როგორ დავეშვით!
სულეთში ჩვენ ორთა გზირი არ გვჭირდება,
ჩვენთვის ხომ წლებია სამყარო მკვდარია,
და რომ შენ სულეთში მგზავრობა გჭირდება,
მე ვერ გაგიფრთხილდი.. ეს ჩემი ბრალია...
მითხარი, რა იყო ლამაზი ზღაპარი,
იმ ეკლესიის წინ ბავშვივით ვტიროდი,
როცა მასთან ერთად დატოვე საყდარი,
არაფრად ჩამაგდე როცა მიდიოდი.
და მაშინ როდესაც დედოფლის სამოსით,
ქონებას ჩაბარდი, გაშავდა ლაჟვარდი,
და რაღად ამძიმებ გულს სევდის დამოსვით,
გამქრალა გრძნობაც და დამჭკნარა ის ვარდი.
უბრალოდ მინდოდა მყოლოდა ოცნება,
შენ მეგობრობაც არ მაღირსე ამ დღემდი,
ყოველთვის ვიყავი შენთვის მეოცნებე,
როცა სხვას დანებდი, მე რისთვის დამდევდი?!
სიცივე? შენ ცოცხლად დამფალი, მკვდარი ვარ..
რომელი სიცივე მოაღწევს აქამდე,
ჯერ ისევ არ მჯერა, მგონია მთვრალი ვარ,
შენ ხომ გამაშიშვლე, სული ამომხადე.
ვიცი რომ გეგონა შენივე ქმედება,
როცა კადრულობდი ზეცამდე მართალი,
საფლავში სიტყვებიც ისევე ბერდება,
როგორც შენს სინდისში სირცხვილი დართული.
მე ხომ გაგიცანი, შენ რად ვერ მიცანი,
ახლა რომ დასრულდა რად შემესიტყვები,
და როცა გამიპო ეს გულისფიცარი,
რად გახდა უაზრო მას შემდეგ სიტყვები...
შეეშვი სიტყვათა უჯერო ბაკიბუკს,
მე ვერ გამაცოცხლებ და ნუღარ ყოვნდები,
ყელი ხომ გამოსჭერ უკვე გონჯ იხვის ჭუკს,
მაშ ხორცი მიირთვი, რაღატომ ღონდები.
არ შეგეფერება შენ ჩემი ფერები,
სადაც ხარ, აწ შენი სამოთხეც იქ არის,
და გთხოვ რომ შეწყვიტე სიტყვებით ფერება,
არ მინდა გულჩვილი ვეჩვენო იპარისს.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჰოო, მაგ ლექსმა ერთი ძველი ნაცნობი მომაგონა, ამიტომ გულით ვეცადე... მიყვარს ჰარმონია request

 


№2  offline წევრი ელლ

zedmetad gawelili mechvena. tumca kargi iyo :))

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სანამ მხოლოდ გეჩვენება არა უშავს. wink
დიდი მადლობა შეფასებისთვის request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent