შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემო დედიკო!


3-03-2016, 15:32
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 597

შენ გულო შვილის თვალით მავალო,
ულამაზესო, მუდამ კეთილო,
ჩემთვის უვალი გზებით ნავალო,
ბედისგან ბევრგზის ცრემლდადენილო.

ჩემი სულისთვის თავდადებულო,
ხელებო, მუდამ ჩემზე მზრუნავო,
ჩემს სილუეტზე გადაგებულო,
და ჯარასავით მარად მბრუნავო.

ლურჯკაბიანო, ღიმილიანო,
ჩემო მცველო და ჩემო მფარველო,
ჩემი დარდებით ტკივილიანო,
ჩემო სინდისის ხუთო მტკაველო.

ჩემი ყოველი სუნთქვა შენია,
თუნდაც ჩემ გვერდით მხოლოდ შენ იყო,
გულს შენი სახე შემორჩენია,
შენ არ დამტოვებ, მხოლოდ, დედიკო!

შემოვიარე მთელი ქალაქი,
შემოლეულან იდილიები,
კოცნა გაჩუქე დილით, ახლა კი,
აქ მიჩუქნია შენთვის იები.

ყველა დედას, პირველ რიგში კი დედაჩემს ვულოვავ დედის დღეს, გისურვებთ გონიერი, ბედნიერი და მისაბაძი დედები ყოფილიყავით.
დედის დღეს ვულოცავ ასევე ყველა მომავალ დედას ❤



№1 სტუმარი მაცაცო

იმედია არ გეწყინება ჩემს დედიკოს მისალოც ბარათზე რომ დავუწერო ხო?

 


№2  offline წევრი ელლ

ყოველთვის ვფიქრობ, განა პოეტები თუ მწერლები მართლა გრძნობენ იმას რასაც წერენ, ხშირ შემთხვევაში მგონია რომ არა. გამიხარდება თუ შენი სიტყვები და განცდები რეალური და გულწრფელია.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რა თქმა უნდა არ მეწყინება მაცაცო, პირიქით, მოხარული ვიქნები თუ ჩემი სიტყვები ვინმეს გააბედნიერებს.

ცარიელო სიმრავლევ, სამწუხაროდ შენი სახელი არ ვიცი რომ მოგმართო. მართლა არ ვიცი ისე რატომ მოიცალა შენმა გონებამ რომ სხვისი გრძნობების ავკარგიანობაზე მსჯელობს საკუთარის ქონის მაგივრად, მაგრამ აი რა, ადვილია იცინო სხვის სიმართლეზე საკუთარი სიყალბით.
მე, რომელსაც შენ არ მიცნობ და რომც გამიცნო ვერასდროს გამიგებ, არც პოეტი ვარ და არც მწერალი, მე ის სამურაი ვარ, რომელიც საკუთარმა ბატონმა დაფლა ცოცხლად და შურის საძიებლად წამოდგა სამარადისო განსასვენებიდან. თუკი სამურაის მნიშვნელობა გესმის, მაშინ ისიც უნდა გესმოდეს რომ მის ყოველ სიტყვას მისივე სისხლი წერს და ღირსება ერთადერთი რამაა რასაც არ ვყიდი. თუკი შენ არ გესმის "ბუსიდო", თხოვნა მაქვს, შეეშვი საკურას ყვავილებს, მე იმისთვის არ ვწერ რომ მავანთა თვითკმაყოფილება და ამპარტავნება ვაკმაყოფილო, არც იმისთვის რომ დიდება და აღიარება მქონდეს... არამედ იმიტომ რომ ცოცხალი ვარ და დაე, ეს იცოდეს მან, ვინც სასიკვდილოდ გამიმეტა.
და ვერავინ, ვერავინ გაბედავს უწოდოს ჩემს გულწრფელ მადლიერებას და სიყვარულს დედისადმი - სიყალბე.
გველების ბაღში ცხოვრება არავის ეკრძალება, მაგრამ... ტაძარში შესვლისას თვით ქვეწარმავალმაც შხამი ტაძრის კარიბჭესთან უნდა დატოვოს და ღმერთთან სუფთა გულით შევიდეს.
და დაე ხშირად იკითხე ჩემი გრძნობები, ვინძლო, ოდესმე, გატეხო ის სარკე, რომელშიც მხოლოდ შენი ანარეკლი ჩანს და გულწრფელად გაიღიმო.
ბოდიშს ვიხდი რომ სული შეგიშფოთე ჩემი ლექსით,
პატივისცემით, მკვდრეთით აღმდგარი მეცამეტე- ლაზარე 13

 


№4  offline წევრი ელლ

ჰოდა ეგ რაღაცები პირველ კომენტარშივე განგემარტა შე კაი კაცო, თორე ჩემი თავმოყვარეობა ცოტათი შეილახა. ბოლო აბზაცს საერთოდ არ ვეთანხმები, თუმცა ეგ რწმენის მომენტია, ვისაც რისი გვინდა იმის გვჯერა. თავმდაბალი არ ვარ, მე უფრო მეტად გულწრფელი ვარ, და წუთიერი სისუსტის დროს მემართება ისე, რომ საკუთარ ფიქრებს ყველას ვუზიარებ. როგორც გალაკტიონი, რომელიც ჩემი მონათესავე სულია. :))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent