***
თითქოს მახვილი ჩამარჭვეს გულში... გული გაიპო, სისხლი კი სცვივა, ვით შემოდგომას ხეებს ფოთლები, და ამ წამს ვფიქრობ ამქვეყანას რისთვის ვშორდები? არადა ერთი-ორი დღით ადრე, მე მძულდა მიწა, ცა, მზე და მთვარე, მარტოსულობით გატანჯული ველოდებოდი, სიკვდილის მსახველს. მაგრამ ამ წუთას, როცა ბნელდება, და სული მიქრის მაღლა ცისაკენ, მე მეფიქრება გარდასულ დღეზე , და რისთვის მოველ ამქვეყანაზე. მეფიქრება, მაგრამ აზრი აქვს, განა ფიქრს ,უპასუხო კითხვის მბადებელს? თუმცა იმედი მაინც კიაფობს, რომ იქ მაინც ვნახავ ჩემი ბედის გამგებელს. ისევ დამეუფლა სისუსტე წუთისა, როცა მინდება მოვუყვე ყველას, რომ მარტოსული დავიარები, თანამოაზრის ძებნაში ქვეყნად. გალაკტიონი მე გამიგებდა, იქნებ ერთადაც მოგვეკლა თავი, ტატოსთან ერთად ცას შევხედავდი, დავიჯერებდი, რომ ეს ყოველივე იყო სულო ბოროტოს ბრალი მაგრამ მე ვერ დავწერ მერანს, მოძმის სიყვარული გამოსავლად არ მიმაჩნია, რადგან სიძულვილმა და მარტოობამ ჩემს სულს დიდი კვალი დააჩნია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.