ვიცეკვოთ ტანგო!
ვიცეკვოთ ტანგო - სიყვარულის უკვდავი ცეკვა, დავჩრდილოთ წყვილები, ვისმინოთ წამზომის რეკვა! თმებში შეგვიცურდეს ნიავის გრილი ტალღები, ვიფრინოთ ღრუბლებში, რადგან უკვალოდ არ ქრები! ხელი მომხვიე, ვიოცნებოთ ტანგოს ცეკვისას, შემომეხვიე უფრო მჭირდოდ უკვე რწევისას! მოგონებებმა გადაშალა ჩვენი წარსული და გადაეჭდო ჭიგოს ვაზი... დროა გასული! ვიცეკვოთ ტანგო, შევაჩვიოთ სხეული რხევას, ვიცეკვოთ ლაღად... ყურს ნუ უგდებ სამყაროს ქცევას! არ შევიმჩნიოთ, რომ იღვიძებს გული სნეული, თითქოს ორგული მეეტლეც კი დარჩა ეული! მომაჩვიე შენი თამამი გრძნობის რხევები და დავივიწყოთ ეს გიჟური ძველი ჩვევები, თვალი შეავლე დაუცხრომელ სევდიან ნაბიჯს, რომ არ გაგიქრე, რომ არ გავყვე უჩუმრად სხვა ბიჭს! ვიცეკვოთ ტანგო, რადგან სისხლმა იფეთქა ძარღვში, ვიცეკვოთ მარად საოცნებო მორევის არხში: თითქოს ოცნება გაიშალა გრძნობის კვალდაკვალ და უსაქმური მეოცნების ვიყოთ გზა და ხმა! მეცეკვე ლაღად სითამამის ეულ სურნელში და ნუ დამალავ მაგ ელვარე სხივებს ღრუბელში! შემისისხლხორცე! საუკუნოდ დარჩი ერთგული, რადგან არ ელის შენგან ღალატს, კარგო, ეს გული! ვიცეკვოთ ტანგო, ნუღარ შეწყვეტ ცეკვას წამითაც, ნუ შეჩერდები მომლოდინეს ავი ზრახვითაც! ვიცეკვოთ სულით, აზროვნებით, ვიცეკვოთ ტანით, ვიცეკვოთ ტანგო... გელოდები ოცნების კაბით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.