რომ გყვარებოდი
ჩემზე ნუ ღელავ ,მშვიდად წადი,ჩემო ძვირფასო, მერე რა თუ კი ეს ღალატი ბოლოს მომიღებს, შენ არ გიყვარვარ ,აბა მეტი რაღა ვიდარდო, ძაძით მოსილ სულს მხოლოდ ის სურს მიწას მოსცილდეს. რომ გყვარებოდი ჯოჯოხეთის გზას არ ავირჩევდი, არ მოვირგებდი ყულფს არასდროს როგორც ყელსაბამს, რომ გყვარებოდი ეშმაკს ჩემს სულს კი არ მივცემდი, კვლავ ვიფიქრებდი რომ ცხოვრება ისევ მეცადა. ჩემზე ნუ ღელავ , მშვიდად წადი , ღმერთი გფარავდეს, აბსტრაქციაში მე ცხოვრება მეტად არ მინდა , სხვა შეიყვარე, გაგიჟებით თუნდაც მანამდე , სანამ მის თვალებს და ხასიათს მშვიდად აიტან. ჩემზე ნუ ღელავ, ნაკაწრებია მხოლოდ სხეულზე, აღარც კი მტკივა ,გადაფარა ტკივილმა სულის, წუხელ დილამდე ჩემს ეშმაკებს ისე ვეურჩე , გიჟად შემრაცხეს აუცრუვდათ უეცრად გული. ჩემზე ნუ ღელავ , რომ ვეწევი დღეში ორ კოლოფს და ხავსმოდებულ ოთახში რომ მძინავს ყოველღამ, მერე რა მოხდა თუ კი უშენოდ ვეღარც კი ვცხოვრობ, და რომ ნერვებიც ჩვეულებრივ ისევ მომერყა. ჩემზე ნუ ღელავ , მერე რა მოხდა ისევ მახველებს, ობმოკიდებულ ფილტვებში მაქვს მეტასტაზები, მერე რა მოხდა შენი სითბო შერჩათ ამ ხელებს, იქ გავიყოლებ, ჰორიზონტს რომ მეტად გავცდები. ჩემზე ნუ ღელავ, მერე რა მოხდა თუ არ გაივლის, არც ეს ტკივილი,არც ცრემლები,აღარც ეს ტანჯვა, როგორც ყოველთვის მთელს ჩემს სულში ისევ ქარი ქრის, ქარი ტკივილის -შენი წასვლით მასში რომ დარჩა. ჩემზე ნუ ღელავ ,მშვიდად წადი,ჩემო ძვირფასო, მერე რა თუ კი ეს ღალატი ბოლოს მომიღებს, შენ არ გიყვარვარ ,აბა მეტი რაღა ვიდარდო, ძაძით მოსილ სულს მხოლოდ ის სურს მიწას მოსცილდეს ა.ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.