შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდი ჩემთან...


7-03-2016, 14:40
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 274

ლოყებს ბერავს, გამებუტა ფერია,
სახეს წყენის დასტყობია ნიშანი,
ზურმუხტ თვალებს სევდა შემორევია,
გამიბრაზდა, აღარ უნდა მისანი.

ეკალს ვარდის ავაცალე კოკორი,
შენს დალალში ჩამებნია მინდოდა,
ჩასაყლაპი მყავხარ, თანაც როგორი,
მხოლოდ შენი გაღიმება მინდოდა.

უშენობით გაცრეცილან ქუჩები,
უფერიოდ ვერ ვივარგებ ბელადად,
რა გსურს ეჭვო, პიტერს რად ეურჩები,
ვერ დავფრინავ, მომენატრა ელადა...

ის კი ზურგით მაღალი წრის ქალივით,
მოსჯდომია პენის მწვანე არშიებს,
არ ანათებს ძველებურად ალივით,
და ბავშვივით თავში მესვრის მარშიებს.

მოდი ჩემთან, ჩაგიხუტო ბალღივით,
ბუტია და ეჭვიანო არსებავ,
მწვანე მოლზე ჭიდილისგან დაღლილნი,
წამოვწვებით და ცრემლებიც აშრება.

გამიღიმებს, ყურზე მომეფერება,
ისევ შენი პაწაწინა თითები,
გაიშლება ცისარტყელის ფერებად,
უძველესი ზღაპრები და მითები...



№1  offline წევრი ელლ

Bavshvurma elementebma saxeze gimili shemomapara.
Mcire dargvevebi iyo, magram aseti bunchula leqsze cudis tqma borotebis nishani iqneba. Tumca me xom boroti var, uketesic shedzleboda

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

wink wink გეთანხმები, შეიძლებოდა, მაგრამ უკეთესი დღეს არ მსურს wink
მადლობა შეფასებისთვის, ვეებერთელა პოზიტივი შენ wink

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

გაცისკროვნდი, აქამდე რომ ბნელოდი,
სულო, ლექსად შენს ხოტბას არ ველოდი,
ეჭვიანად ჩაეღიმათ ცანცარებს,
მადლობა რომ არავისში გამცვალე!

დიდი ხანია აღარავის შეჰყვარებია ჩემი ლექსები love როგორც ძველ, დალოცვილ დროს feel უღრმესი მადლობა

 


კარგიააა <3 მომეწონა ძალიან ძალიან <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent