შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ცისფერი შარფი


13-03-2016, 02:43
ავტორი Anna)))
ნანახია 1 992

უბრალო ჩანაჯღაბნია ეს
.
*

მოხვედი მშვიდად , მორიდებით ეგზომ ქალურად,
ტანთ გეცვა პალტო მოხდენილი, შავი ქამარით,
თვალს მარიდებდი,ხან მაპარებდი ისე მალულად ,
რომ შენი მზერა იყო ჩემთვის სულის წამალი .
ზედმეტი პრანჭვით მომაწოდე გახდილი პალტო,
ცისფერი შარფი მოაცილე მოღერებულ ყელს ,
მე შემიძლია შენს გულისთვის სიცოცხლე დავთმო,
და შენი შარფით დავეკიდო გაყვითლებულ ჭერს.
ოდნავ იღიმი, მარგალიტივით თეთრ კბილებს აჩენ,
ხელის კანკალით თმის სწორებას ორ წუთს უნდები
და რედიკულში გადამალულ პატარა სარკეს
აძლევ უფლებას მომნუსხველი სახის ყურების .
ჩემკენ იწევი საკოცნელად და ლოყას მიშვერ ,
პარფიუმის სურნელს ძლივსღა ვუძლებ, თავბრუ მეხვევა,
სულ დაბნეული აბდაუბდა საუბარს ვიწყებ
და ვგრძნობ სხეული ნელა-ნელა როგორ მეწვება .
შენ კვლავ იღიმი და კვალდაკვალ მომყვები ფრთხილად,
დათქმულ კაფეში მაგიდასთან ჯდები უჩუმრად,
შენს წინ ვზივარ და ვეღარ ვამბობ ვეღარც ერთ სიტყვას,
მხოლოდ ის მინდა აჩქარებულ გულს სადმე ვუჩივლო.
ვუკვეთავ ყავას და კონიაკს როგორც შენ გიყვარს,
დადემებული მიყურებ და თვალებს მარიდებ,
მე კი ვუყურებ დახრილ თვალებს იმდენად დიდხანს
სანამ ამინდზე ჩვეულბრივ მოთქმას დაიწყებ .
გარეთ ლიანდაგზე კვლავ მიჰყვება ვაგონს ვაგონი
მერე სცილდება ჰორიზონტის ცისფერ მონაკვეთს,
და გეღიმება თითქოს მგზავრი ხარ სხვა მგზავრთა შორის,
და იმ ვაგონში წიგნით სავსე თარო მოაწყე .
ბოლოს ფხიზლდები ოცნებისგან ოდნავ მოწყენით,
როცა კონიაკს და ორ ყავას სუფრაზე დებენ
შენს ლამაზ თითებს ჩემს თბილ თითებს ვადებ მოხდენით,
შენ უცბად კრთები და თვალებით გასაქცევს ეძებ.
დრო გადის ჩქარა და ნერვებზე თამაშობს ისევ,
თვალით მანიშნებ დრო მოვიდა წასვლისო მგონი,
მე კვლავ სულ ახალ,აზრმოკლებულ საუბარს ვიწყებ,
მიმიკას იცვლი, გიმკაცრდება უეცრად ტონი.
მე შენ გნებდები , შენ წინ მისწრებ ჩქარი ნაბიჯით,
ვაშორებ საკიდს სიყვარულთან -პალტოს აღებით,
შენს კოცნის სურვილს მთელი ძალით,უღმრთოდ ვაბიჯებ,
და გაცმევ პალტოს, კოცნის ჟინით ასე თავხედი.
ჩუმად ვიპარავ შენს ცისფერ შარფს და შენ ვერ ამჩნევ,
სულ დაგავიწყდა სიჩქარეში ყელს როგორ გითბობს,
მე სურვილი მაქვს რომ უბრალოდ ყოველთვის დარჩეს
ჩემთან ცისფერი შენი შარფი, მეტს მე არ ვითხოვ.
ანა ზეიკიძე



№1 სტუმარი მე მქვია ის

♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡}}}}

 


№2  offline წევრი ელლ

მოკლედ მთელ ლექსს გაცისკროვნებული თვალებით ვკითხულობდი და უფრო და უფრო მეტად მეღვრებოდა გულში სითბო. მაგარი ხარ რა

 


№3  offline წევრი Anna)))

მადლობა <3 მადლობა <3 ^_^
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ლამაზი ლექსია, მომეწონა
winked

 


№5  offline წევრი Anna)))

ლაზარე 13
ლამაზი ლექსია, მომეწონა
winked

მადლობა ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent