შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რენესანსი ძველის...


16-03-2016, 01:24
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 953

სიმხურვალე გაუყვიათ ალმურავლილ ტუჩებს,
მოგვედება მთვარის შუქზე სიტკბოება მწველი,
შურისაგან ლამის თვალი დაუბნელდათ ქუჩებს,
ისე მომხიბლავი იყო რენესანსი ძველის...

ჰაეროვან, ფრანგულ კოცნას გვიპროტესტებს ქარი,
და თან ვნებამორეული კაბას გიშლის ნელა,
ქუჩის იქით, სადღაც მძიმედ მიიხურა კარი,
მის ცელქობას ფანჯრებიდან თვალს ადევნებს ყველა...

წელზე ხელებმოხვეული.. ღამის ნელი ვალსი,
მთვარის შუქზე ხეივანი დარბაზია თითბრის,
სიმწვანეში ჩატეულა წრფელი გრძნობის არსი,
ტანის რწევით მიუყვება რომანტიკას რიტმის.

ჰო... პირველი პაემანი... მთვარიანი ღამე..
მთვარის შუქად სიყვარული შენს ღაწვებზე თოვდა,
ჩაგიხუტე, მხოლოდ ისე რომ არ მითქვამს რამე,
მაგ ხელების მდუღარება მხოლოდ სითბოს მთხოვდა.

რა წარმტაცი წუთი იყო, სანატრელო, მაშინ,
თვით ვნებად რომ ირხეოდა მელოდიის ხმები,
მერე... წყვდიადს შეერია ჩემი გულით ბავშვი,
და გაშავდა გიშერივით თაფლისფერი თმები.

ეძღვნებათ ჩემს პირველ და უცვლელ სამ მეგობარს, კრისტის, მიმის და ელს, დიდი სიყვარულით ჩემგან feel love



№1  offline წევრი ელლ

ტაკ არ მჯერა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent