შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველყოფილი მშვენიერება


21-02-2016, 01:06
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 320

ბოლო ღამე... შემოდგომის ფერები...
კვლავ ნაცნობი მწუხარება დაბრუნდა,
იგის თვალმა იცნო მისი ხელები,
გაუკვირდა, ნეტავ ჩემგან რა უნდა?!
არ ესმოდა იგის მთვარის ტირილი,
ღამე წუხილს ვერ აკლებდა ვერაფერს,
სადღაც შიგნით ძვალს უღრღნიდა ტკივილი,
ხვალე ბოლო მოეღება ყველაფერს...
ავა დიდი დაძინების ქარაფზე,
მაგრამ იგის თითქოს წასვლა არ უნდა,
წამიერად გადაერთო ბელადზე,
აზროვნებაც წამიერად დასრულდა...
იგი სხვანაირი.. სიტყვა ეწებება სიტყვას,
ისეთი არაა როგორიც არიან სხვები...
გონება ებრძოდა უხმოდ თანხმოვნების სეტყვას,
მაინც ამოევსო იგის მახსოვრობის სხვენი.
რა უნდა მას? - ჰკითხა იგიმ
უკვე კარგად ნაცნობ სახეს,
პასუხად მიიღო: -იგი!
მას უნდა იგისი გახდეს.
აქვე გაშიშვლებულ ტყეში?
მერე რომ გვიყურებს მთვარე?
მთვარის როდი ჰქონდა შიში,
იგი გაურბოდა თვალებს..
ფრთხილად გაიწოდა ხელი,
უხმოდ მიიზიდა იქით,
მზერა ნაპერწკალზე მწველი,
სადღაც იტაცებდა ფიქრით...
სანამ ცის ტატნობზე ენთო,
ვარსკვლავური ჩირაღდნები,
იგიც ისე წამოენთო,
როგორც იქცევიან სხვები.
ხელიდან გაუსხლტა ქალი,
იგი უხმოდ მიუბრუნდა,
ვეღარ იჯერებდა თვალი,
მითხრას მან აბა რა უნდა?
იქით მიიწიოს იგი,
მას უნდა რომ დაჯდეს ახლოს,
მისი რჩეულია იგი,
იგი მის თვალებში სახლობს.
რაღაც აუდუღდა სხეულს,
თვალებს დაეღვარა სევდად,
გრძნობას მათ ნაწილად ქცეულს,
გულში გაერბინა ელდათ.
ისეთი არ არის იგი,
როგორიც არიან სხვები,
მართლაც დიდი იყო ბიძგი,
იგი გრძნობის სახელს ხვდება..
იგი სხვებს არა გავს, დიახ,
რადგან იგი არის კარგი,
არაფერი იყო ცუდი,
არაფერი იყო კარგი.
მხოლოდ პირველყოფილ ტვინთა,
უცნაური თანაგრძნობა,
ჯერაც დედამიწის შვილთა,
გულში გასჩენოდად გრძნობა.
ისხდნენ ერთმანეთის გვერდით,
სანამ დაიძინა მთვარემ,
პირველყოფილების გერბით,
მზემაც გაანათა ზვარე.
იგი მიუყვება ბილიკს,
მეგზურად ის სახე ახლდა,
გამართული შეხვდა ქილიკს,
ნაბიჯიც და ნატვრა ახდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent