შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასო მარიამ


16-03-2016, 22:02
ავტორი annita1
ნანახია 3 366

ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?
არ მოგიწერიათ რამდენი ხანია,
თბილისსში აპრილი დაგვიდგა თავდებით,
და როგორც ქუჩაში, სულშიც წვიმს მარიამ.

ელვაა ზეცაში, ჭექა და ქუხილი,
თბილისი წვიმების სურნელით მთვრალია,
მე თქვენი დაკარგვის მომაწვა წუხილი,
ამიტომ მოგწერეთ ძვირფასო მარიამ.

ჩემს თავს საოცრად უცნობი რამ ხდება,
გარეთ წვიმს, ოთახში ტკივილის ქარია,
დილით კი თქვენი თმა საწოლზე არ მხვდება,
არც თქვენი სიცილი არ მესმის მარიამ.

რამდენჯერ სიკვდილის სუდარა ვითხოვე,
ეს ალბათ ბავშური სისუსტის ბრალია,
ყოველღამ თვითმკვლელი ფიქრები მიხმობენ
ყოველღამ ვკვდები და ვცოცხლდები მარიამ!

დამღალეს ქალებმა, გარბიან უკვალოდ,
დამღალეს ძალიან, ძალიან, ძალიან!
გადაწყდა დღეიდან ვიქნები უქალოდ,
გზა დამილოცია ძვირფასო მარიამ.

წვიმს, როგორც იმ ღამით, ჩუმად, რომ გითხარით,
ჩურჩულით - მიყვარხარ, ძვირფასო მარიამ,
მერე თქვენ წახვედით, დასრულდა სიზმარი,
მე ქუჩას გავყევი, სველსა და ქარიანს.

ძვირფასო მარიამ, თქვენს მანდილს ვინახავ,
ნიავს არ ვაკარებ, სულ თავზე ვევლები,
ნუ დარდობთ, ტკივილი მე ბევრი მინახავს,
წვიმს, როგორც იმ ღამით გეგონათ ცრემლები.

მერწმუნეთ არ ვტირი, არ ვტირი მარიამ,
ჩემი ხსნა ქრისტეა და მისი ჯვარია!


ქუჩები მიდიან, ხელი არ გამიშვა,
ხელი არ გამიშვა, იცოდე მარი ამ
ფიქრების ბოლოსაც. აკურთხე დედაო ,
დალოცე წმინდაო, წმინდაო მარიამ.

ვირბინოთ თუ გინდა, გავასწროთ მეისრეს,
ხელი არ გამიშვა, იცოდე მარი ამ
თოვასაც ავიტანთ, სუნთქვასაც გავიყოფთ,
ვირბინოთ, ვირბინოთ, ვირბინოთ მარიამ.

მზე ისევ აქაა, და თითქოს საცაა
ჩავა და ჩაიტნევს, იცოდე კარი ამ
თითებს და ლანდები შემჭამენ, გავიქცეთ
გავიქცეთ, გავიქცეთ აქედან მარიამ.

შენია ოცნება, ეგ ზეცაც შენია,
თვალებში ფგენია ფერებად ქარი ამ
თვალებში, მზერისას რომ მათრობს,
მაგიჟებს, მაგიჟებს, მაგიჯებს , იცოდე მარიამ.

დაღამდა? ნუ ფიქრობ, ტკივილსაც ავიტან ,
ჩრდილები შემჭამენ, დამხრავენ. ქარიან
თოვაში, მე გარეთ მარტო ვერ გაგიშვებ,
ხელი არ გამიშვა, ჩამჭიდე მარიამ.

ქუჩები მოდიან, ხელი არ გამიშვა,
ამინდმა ჩვეული სიდინჯით ამრია
გზები თუ მიდიან, მოდიან უკანაც.
ჩვენ უკან არასდროს ვბრუნდებით მარიამ.



№1  offline წევრი ♥♥♥ A n K a ♥♥♥

ძალიან კარგი ლექსია

 


№2 სტუმარი oto

♥♥♥ A n K a ♥♥♥
ძალიან კარგი ლექსია

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ ძალიან მიყვარს მე ეს ლექსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent