შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალე...


20-03-2016, 17:35
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 715

არა განსცადო მოყვასი შენი-
არად ჩააგდო მაღალის სიტყვა,
მხოლოდ გამოცდა მინდოდა შენი,
და მაინც ბოლოს ზედმეტი ითქვა.

ითქვა იმ უცხო ფანდის თავდებად,
შენ რომ მოირგე ძვირფას ნიღაბად,
რაც ვერ იწყება, ის ვერც ნთავრდება,
ვერ შეერწყმება სხეულს დუღაბად.

მე არ ვიცოდი აქამდე ფიქრი,
და არ მიყვარდა აქამდე ცირცე,
სანა შენ სხეულს მოედო ფითრი,
ჯობს სული დემონს მანამდე მისცე.

ლექსად ჩაშლილა სტროფში ტაეპი,
დაუკარგია ნათელს მუღამი,
შენივ მახეში ისე გაები,
სულთნის ხელებში როგორც ლუღამი.

რომ არ ვყოფილვარ მე აფროდიტე,
და შენ სამართლის ღმერთი ათინა,
დემონთა წყება ბნელში რომ ვჟლიტე,
შენს სამაჯურზე დამხვდა პლატინად...

გზას ვერ იპოვის სულით მახინჯი,
ისე წაიღებს ბედის დინება,
ამოდ გაიხსნა გულის საკინძი,
ჭაობში მაინც ჩაიძირება...

ლექსი არ არის ესე ნაწერი,
გამოჟონილა გულისტკივილი,
ვერვინ წაუვა თვის ბედს დაწერილს,
მალე შეაკრთობთ მთებს ის კივილი



№1  offline წევრი beqaloxishvili

გაეცი ელს პასუხი კითხვაზე – რატომ?
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№2  offline წევრი ელლ

გაეცი ელს პასუხი კითხვაზე – რატომ?

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ე-ლოდე, დაო, მაგრამ ვიცი, არავინ მოვა...
ლ-ამაზი თვალის არვის ახსოვს აწ უკვე ეშხი
ი-ცოცხლე მარად მომლოდინე, გელიან თავად?!

 


№4  offline წევრი IZABELA...

"გაეცი ელს პასუხი კითხვაზე – რატომ?"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent