შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისკაცი ვარ, მე, ჩემო, უფლის...


28-02-2016, 11:58
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 179

ჯარისკაცი ვარ მე, ჩემო, უფლის,
უნდა ვიბრძოლო როცაა ომი,
მამას საყვედურს არავინ უთვლის,
და მით უმეტეს არ უთვლის ლომი...

მე ხომ მეფე ვარ ბოეტიისა,
და რომც არ ეყოს ღამეს საცინლად,
ლუღამი ვიყო პოეზიისა,
ბოლოწერტილად ბედმა დასძინა...

მეც მომენატრა მთვარე ეული,
ან ცრემლი ქვრივი როდი დამვიწყდა,
მაგრამ აღარ მაქვს სულო სხეული,
რომ მებუტები რათ დაგავიწყდა.

მე სულ შენთან ვარ დღეცა და ღამეც,
წყვდიადთან შენი ხატისთვის ვიბრძვი ,
გულს აღარ სტკივა თითქოსდა რამე,
როდის მყოლია დიაცნი სიძვის?!

შენ იყავ მუდამ ჩემი სიწმინდე,
ახლაც უშენოდ როდი გათენდა,
მთელი ხეობა მტრისგან გავწმინდე,
და შენ კი ღამეს ეჭქვეშ ათევდი...

მოდი მომხადე დაღლილს ზარადი,
როცა ღვარებად სისხლი წამოვა,
ირწმუნებ, გრძნობას ამოდ ბზარავდი,
და შენს თვალებში კვლავ მზედ ამოვალ.

და რომ უშენოდ განთიადი ვეღარ იცოცხლებს,
როდია, ჩემო, ეს სიტყვების მხოლოდ თამაში,
მოდი, მომხვიე ნაზი ხელები, ჩემო სიცოცხლევ,
შენს მათრობელა ბაგეს კოცნით გავეთამაშო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent