შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდი


21-03-2016, 14:02
ავტორი Kristy
ნანახია 2 156

მოდი, ისევ დავიბრუნოთ ხედვა,
როცა დგება საოცნებო ჟამი
და დღეს ისევ ავიკრძალოთ სევდა...
ძველმა გრძნობამ გაანათა წამი!

მოდი, ისევ მივეჩვიოთ ამ დროს,
არ დავკარგოთ საიმედო წელი
და კვლავ ნუღარ გავექცევით აწმყოს,
გავუწოდოთ ჩვენს სიყვარულს ხელი!

მოდი, გრძნობით შემომხედე წამით,
რადგან გული ძველებურად გიცდის
და უმალვე გამოვჩნდები წამლით...
დრო ხომ, კარგო, არასოდეს იცდის?!

მოდი, სულის უკვდავების გემით
ავაჟღეროთ მხიარული ხმები,
სიყვარულის და სიცოცხლის გენით
შევაერთოთ დაფანტული გზები!

მოდი, ისევ მიმაჩვიე წყურვილს,
კიდევ ერთხელ გადმომხედე დროში
და მიეცი უფლებები სურვილს...
აღარ მიღირს ეს ცხოვრება გროში!

მოდი, ისევ შევიყვაროთ წინსვლა,
რომ ამ გულმა მოიძულოს კითხვა
და გაიგე, რომ არ მინდა მისვლა...
დამიჯერე, აღარ მითხრა სიტყვა!

მოდი, უკვე შევაერთოთ ბედი,
მხოლოდ ერთი მოწერაა ხელის
და კვლავ ერთად ვაფერადოთ ხედი,
რადგან მხოლოდ ჩემი გული გელის!

მოდი, ისევ დამიყვავე ქარში,
კიდევ ერთხელ გაიმეტე კოცნა,
დამანახე საქორწილო მარში,
აღარ მიღირს, გამიგონე, მოცდა!

მოდი ნუღარ შეგვაშინებს მტერი,
რომ არ გახდეს მარტოობა სენი
და ნუ მეტყვი, რომ გედება მტვერი,
რადგან ბედი მეფიქრება შენი!

მოდი, ისევ შემიყვარე გულით
თუ ოცნებებში გაინაპირებ,
ჩემი სახელი აღვნიშნე ნულით
და შენს კარებთან სიკვდილს ვაპირებ!



№1 სტუმარი Magda

რა მაგარია. ყოჩაღ

 


№2 სტუმარი Gio

ასეთი ლექსი ჯერ არ წამიკითხავს. პირველია რო ასე მაგრა მომეწონა ლექსი

 


№3 სტუმარი Firestorm

მოდი მოდი მოდი
როგორი სურვილები, როგორი სიტამამე , როგორი გულწრფელობა
ულამაზესი ლექსია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent