შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონდობილი მეგობრობის ნაცვლად...


24-03-2016, 18:29
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 269

მიყვარხარ... ჰო.. ეს მინდოდა მეთქვა,
მონდობილი მეგობრობის ნაცვლად,
რა აზრი აქვს ლუწ სტრიქონებს ეხლა?!
როცა გრძნობამ რითმა შეინაცვლა.

ჰო, ოდესმე შევიყვარებ ვინმეს,
მერე რა თუ აღარავინ დარჩა,
მალვით სული ამოვხადე იმ მეს,
ახალ თოვლზე შენი კვალიც არ ჩანს..

თვალს აამებს თოვლის ფერი მრუმე,
გულს კი სევდა მოწოლილი ალბათ,
გყვარებივარ ვერ ამბობდი თურმე,
მომეხვევა დასრულებულ ამბად,

მოგონება ქარვისფერი თმების..
ეგ სურნელი თუ იზიდავს აზრებს,
გადახვევა კვლავაც მისი ნების,
ეგ სხეული მაგ ვნებას ვერ დაძლევს...

სილაჟვარდე თუ სილაში ვარდი,
ახლა სად ხარ.. არაფერი ვიცი...
შენს ხატებას პირქვე დავუვარდი..
ჰო, ჩემო.. კვლავ ძალაშია ფიცი!



№1  offline წევრი ელლ

chemi cxovrebis gzac sizmaria da shoreuli cis silajvarde.
kargi iyo, ucnaurad kargi

 


№2 სტუმარი Mehidos achrdili

Rogorc Iphnis xea ishviati isea sheni leqsis yvela taepi..rogorc me vcdilob fotlebi ar gavushva civ niavshi,shenc ase cdilob satut grdznobas kidev ertxel misce piqris wamebi,mesmis umusikod leqsis gamebi..piqri..agonia..grdznobis dzalebi..albad ramdens itevs sheni tvalebi..

 


№3  offline წევრი IZABELA...

თქვენ ეს გრძნობები გაგიხდათ ქუშტი
და ატრიალებთ სცენაზე ორღანს
და დიონისეს მწარე ბახუსი
კიდევ სიცილი და კიდევ მოთქმა
შემდეგ კი ისევ წახვალთ სზიმრებში
სინათლის შიშით ჩააქრობთ ლამპას
ყვავის ბახალა ისევ ბუდეში
ტყეებს ქარმა რომ გამოახალა
უკრავს წყლის პირას დავითის არფას
და ისევ ტყეში ანთია ცეცხლი
აგრძელებ ღამით რომანის წერას
ისევ გაღონებს ჭყივილი მერცხლის
ფრთამოტეხილი რომ ითხოვს შველას
მაგრამ იგრძნობ რომ შენ ძლიერ გცივა
და გაძარცვული ეძებ აპოლონს
დაფნის ფოთლების ჭამა მოგწყინდა
იქნებ და ქარმა გადააყოლოს
და ისევ მიჰქრის ყვავის ბახალა
ქარმა ტყეებს რომ გადაახალა
ისევ იმედი შენ სულით დაგაქვს
და უმიზნობის დასჭექავს არფა
დახუჭულ თვალებს ეტყვის სიმართლეს
წახვალ ხილვების მძიმე აწმყოში
არა დაიმალო, არ დაიმალო, არა დაიმალო
თუმცა კი ისევ ვაზნებს აწყობ შიგ
და თუ გიტყდება ოცნება ბავშვის
და კიდევ ერთხელ გაგძარცხევს გუშინ
გაყიდის ირისს, გაყიდი გაზეთს
ანდა რევოლვერს დაიცლი შუბლში.....


"წინ რათა მოხდეთ სასწაული" მე მაპატიეთ.

 


№4 სტუმარი Mehidos achrdili

Gesmis?
Ragac imtveva..ho.
Chemi grdznobebia,radgan zustad 3wutis win matkines guli magram 3 chemi sayvareli cipria da ver shevidzuleb..ho es sheni siyvarulisgan gansxvavdeba magram megobroba..chemtvis umtavresia ris gamoc axla martlac ver getyvi rom cremli ar minda..zustad axla mwirdeba..

 


№5 სტუმარი Mehidos achrdili

Mapatie shentvis ar unda metkva..

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Mehidos achrdili
Gesmis?
Ragac imtveva..ho.
Chemi grdznobebia,radgan zustad 3wutis win matkines guli magram 3 chemi sayvareli cipria da ver shevidzuleb..ho es sheni siyvarulisgan gansxvavdeba magram megobroba..chemtvis umtavresia ris gamoc axla martlac ver getyvi rom cremli ar minda..zustad axla mwirdeba..



მაშინ იტირე, იტირე ხმამაღლა. იტირე ორფეოსის არფასავით, უცნობი თურქი კომპოზიტორის ვიოლინოსავით იკვნესე, არღანივით იგმინე და იქნებ დასრულდეს... სადაც ფუჭია ოცნება, იქ იმედს ვერ დაეყრდნობი, მაშ სისასულმა დაგაყენოს ფეხზე... მხოლოდ შენ იმიტომ რომ მე სადაც დავეცი, იქ ბარდებია ისეთი, მოძრაობაც კი აღარ შეიძლება. შენ ორივეს მაგივრად იდექი და იტირე, იქნებ შენ მაინც შეეცოდო სინათლეს

Mehidos achrdili
Mapatie shentvis ar unda metkva..


მეც მაპატიე რომ უნებურად გიპასუხე

 


№7 სტუმარი Mehidos achrdili

Yoveltvis megimeba roca ubralo rameze mixdian bodishs:) gmadlob ro gamagime

 


№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Mehidos achrdili
Yoveltvis megimeba roca ubralo rameze mixdian bodishs:) gmadlob ro gamagime


უბრალოებაშია მთელი მშვენიერება... მიხარია თუ რაიმეთი სიამოვნება მოგანიჭე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent