შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილები


27-03-2016, 01:53
ავტორი მოყვარული
ნანახია 4 484

თავად სამოთხის ეს სიდიადე
რომ ეცოტავა ერთ-ერთ ანგელოზს,
წასვლა მოუნდა, მაგრამ ვერ მიდის, როგორ წავიდეს?! როგორ გაბედოს?!
როგორ დახუროს მის უკან კარი?! როგორ წარმოთქვას: "მე ვრჩები მასთან"?!
როგორ გაუშვებს ჭკუათმყოფელი ასეთ ანგელოზს უცნობთან, სხვასთან?!
მაგრამ ხომ იცის ამ ანგელოზმა მისთვის სიცოცხლე გახდება რთული,
რადგანაც მის გულს, უმანკოს, წმინდას, მოჰფერებია ეს სიყვარული,
ჰოდა გაშალა ფრთები ლამაზი, გაინავარდა ბოლოჯერ ცაში,
ცოდვის ტალღები მას ვერ ეხება, თითქოს მოსეა, შესული ზღვაში,
და ის მოვიდა, ვხედავ, მშვენებას დედამიწაზე რომ გადმოსულა,
მე კი დავყურებ მის ნაფეხურებს, იქ გვირილები რომ ამოსულა,
არა! ვერ მოვწყვეტ, მშვენიერია, დაე იხაროს, იცოცხლოს კიდევ,
მე გზას ვაგრძელებ ამ გვირილებში და ჩემს ანგელოზს უჩუმრად მივსდევ,
მე მოკვდავი ვარ, ის ანგელოზი, რა ვქნათ, სიყვარულს არა აქვს ზღვარი,
კვლავ გათენდება ახალი დილა და შენს გვირილებს დაფარავს ცვარი,
როცა დახედავ გვირილებს შენსას, ხედავ, წვეთები დაპკურებული,
ჩემი ცრემლია! ჩემი ტკივილი! უშენო სევდით დაპურებული,
მე გადამივლის სევდის ტალღები, ვიცი ამ ზღვაში ჩავიკარგები,
გრძნობით დამხრჩვალი ერთი პოეტი, ჩემს ოცნებებში დავიმარხები,
ყველგან, ძვირფასო, შენი სახება, შენი ღიმილი, შენი ხმა მსდევდა,
მე შემიყვარდა შენზე ფიქრები, შენზე ოცნება და შენზე სევდა,
ცოცხალი რომ ვარ შენი ბრალია! და ისევ ვერ ვკრეფ ლამაზ გვირილებს,
შენი ხმა მესმის, აქვე ხარ, ჩემთან და მხოლოდ ჩემთვის, ჩუმად ღიღინებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent