ისე ეფერება...
ისე ეფერება სხეულს მზის სხივები, შენა მგონიხარ და მინდა ჩაგეხუტო.. ზღვაში მიცურავენ ღრუბლების ტივები, და შენ ფისოსავით ცდილობ გამებუტო. ქარი შარიშურობს შიშველ ხეივნებში, ფოთლების კივილი ფარავს არემარეს, ტირიფის ტოტები უკვე ხეიბრები, ჩამოგეფარნენ და სახე დაგიმალეს. ბაბუაწვერების თეთრი სარაფანით, ველად გამექეცი მინდვრის კურდღელივით, და ყოჩივარდებზე თექად განაფენზე, კალთაში ჩამიდე თავი პუდელივით. ჩემო შვლის ნუკრივით იით დაწინწკლულო, სოსნისფერ ბაგეზე ღიმი დაგფენია, ბედო თილისმებით ბევრგზის დანისლულო, სილაღ-სინატიფე რომ გადაგფენია., დღეა საოცარი, რაღაც საოცნებო, დღეა ღიმილის და წრფელი სიყვარულის, მომეალერსება ჩემი საოცნებო, სულთა საუფლოშიც ჩემი მოყვარული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.