შენს ბავშვურ გზავნილს...
ჭაღარა უშბა, ხელებაბყრობით, თითქოს, ზეციდან ელის სასწაულს, დაყუდებულა.. ნათლით დაპყრობილს, სხივი ეცემა მწვანე სასთაულს. არარა სევდა, არარა ფიქრი, არა ჩანს შორს და არც შორიახლოს, შენს კოცნად ციდან მაცვივა ფიფქი, ფარფატებს ნელა, ეცემა ახლოს... ათოვდა მარტში შეფოთლილ ბაღებს, მთიდან ჯანღივით მოცურავს ფიქრი, შენს ბავშვურ გზავნილს შევახე ბაგე, და ზედ ტუჩებზე დამადნა ფიფქი. განათებული იდგა ევკდერი, ხატება შენი როგორც ცდუნება, შენი ამბორი მე ვერ შევძელი, თუმცა მწირმა კი მოიგუნება.. დაჰქრის ჭაღარა შეშლილ სითეთრის, სიშავე ბედის ქარში კიაფობს, და ჰელიოსი უკვე სხივთეთრი, თავისი ეტლით ზეცას მიაპობს. ახლაც, ხატის წინ, ნათელზე ხელი, დამიბჯენია, სულ მთლად ვცახცახებ, ჰო, მე დედოფალს ყოველთას ველი, გარეთ ქარია, თან მზე ჩახჩახებს... რომ მე გიპოვი რუხ ბილიკებზე, და რომ დაღალულს ხელში აგიყვან, მზე წამოწვება მუხის ჯირკებზე, და ლურჯ ზღაპარში სიზმრებს წაიყვანს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.