თეთრი შროშნებით...
ვინა ხარ, მითხარ, აღარ მეცნობი, ჩემთან მოსულო ღამის ზმანებად, ვეღარ აღსდგება უკვე შეცნობით, ათცამეტ დასად ვინაც დაება. არ მინდა ყოფნა ბატონკაცური, არ მინდა კოცნა, არ გამეორდე, მზერა თავხედი და დიაცური, არ მინდა, დაე, არ განმეორდეს. დავთვერი უკვე სხვისი თვალებით, სხვა გულის კლიტე აწ მაბარია, ნუ მჭამ ტყუილად ე მაგ თვალებით, მე რომ სხვისი ვარ.. შენი ბრალია. ბოღმა მოიტანს სცენას სოდომის, დაქვესკნელდება ნისლში ბაღდადი, ნაბიჯს უფრთხილდი.. ნაბიჯს მოზომილს, წითელთა მხარეს ფრთხილად გადადი. გუშაგებია ყველგან, ძვირფასო, რამ გაგაოცა, აქ ხომ ომია?! სხეულს თუ ვინმემ გამოსდო ლასო, ეს სიკვდილი და ჭიქა რომია. მე არ დავდნები ცრემლის ფერებით, სევდა გოგირდად წვიმად წამოვა, მერე რა თუ არ შევეფერებით, ისევ იელვებს.. რაღაც გამოვა... მე შენთან მოვალ თეთრი შროშნებით, როგორც აპრილის ბოლოს მაისი, ბედი დამხვდება თეთრი დროშებით, როგორც მომაკვდავს დამხვდა დაისი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.