ღამეც მოგელანდები...
პანორამულ რიტმებში გახვეულა ოცნება, თრობაშემორეული ასე იღებს სიახლეს, დაკარგული გრძნობები გაბნეულან კოცნებად, მათ საძებრად წასულთა, ცა მეგზურად იახლეს. აქ კი შენი ლოდინით დარწეული ჰამაკით, წვანან ლურჯი ფიქრები, როგორც სულთნის ჰარემი, ზოგჯერ, მზერა ნაცნობი, ამომხედავს ამაყად, რაოდენი სევდაა მაგ მზერაში ნარევი... ელოდი.. არ დაბრუნდა, სატრფო, ბრძოლის ველიდან, ხვედრი დაუწერიათ ბედისმწერლებს სასტიკი, როგორ გაუდაბურდა.. ლილისფერ სისველიდან, ნაზად გადმოიღვრება საგანძური არქტიკის. როგორც ღამენათევი ზიკურათში ბერები, ისეთია ეგ სახე, ვეღარ შველის ფერება, მიაბარე ვერავის სევდა შენაბერები, თვით ჰადესი ჩაშლილა მაგ თვალების ფერებად. როგორც ღამის ევკდერი, მივატოვე მიზანი, მოხუც კანტთან ერთად რომ ხმელა პური მეჭამა, შენი სატრფო ძვირფასო, როგორც ჩემი ხიზანი, დრომ დაგლიჯა აქნა და ბედისწერამ შეჭამა. ჰო არ არის საუფლო, აქ ვერ ეზიარები, და რაკიღა არ არის მოწყალება წლეული, ჩამორეკენ ორთავეს განსვენების ზარები, ჰო, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, მოდი ვიყოთ ძლეულნი! რომ სისუსტე ხვედრია მხოლოდ ჭეშმარიტების, იმიტომ რომ სისუსტით აღმართი თვით ძალას ხნავს, თუ არ გატკბობს ლამაზო ეს ჭიკთიკი გვრიტების, ბედისწერას მიეცი ძლევა ყველა გარდაქმნას. და თუ გაეტოლები მონავარდე არწივებს, იკაროსის იგავი გულის ჯიბით ატარე, აქ ვისაც არ აცხელებს, დამიჯერე ამცივნებს, და შავ ტყეში არარა ესაქმებათ პატარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.