შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს უცნობ საფლავს...


13-03-2016, 17:19
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 695

თავისუფლება... ახდა ძვირფასო შენი წადილი,
ჩამოფერფლილა ბაბილონის დიდი გოდოლი,
ზღვისფერ ღრუბლებში დაფარფატებს შენი მანდილი,
ზოგჯერ დევნილი, დაფლეთილი სული ობოლი.

თავისუფლება... სილუეტი ვერცხლის მახვილის,
მუხლდაჩოქილი ლილისფერ ცას ეთაყვანება,
თვალს გააოგნებს ჰარმონია ქვეყნად ნახული,
უცხო რაინდმა სამდლობელს თავი ანება...

მშვიდობა... სულო, როგორც იქნა, გერგო ამანი,
გული ცას სწვდება ისე მიცემს გახარებული,
მორჩა, შეერთდა შესისხლხორცდა ყველა სამანი,
შენს უცნობ საფლავს სიხარულით ატატებული,

ამ ლურჯქათიბა გაზაფხულის ყვავილს დავაბნევ,
მძიმედ დაჭრილი შენს ხატებას ჩავეხუტები,
ლამაზ სახეზე მონატრების ცრემლებს ჩავაბნევ,
და სასიკვდილოდ დაჭრილს სული შემეხუთება...

სამოთხის გზაზე მიმავალნი, მოგესალმებით,
თავისუფალი დედამიწის მკვიდრნო ახალნო!
მხედრული მარშით ჩაგვიქროლებს ჯარი ალმებით,
მიიჩქარიან.. გამარჯვება ხალხს სურთ ახარონ.

ხელმოხვეულნი ჩამოვსხდებით ღრუბლის ნატებზე,
ხომ ავარიდეთ დედამიწა ჩემო აღსასრულს,
თეთრად შემოსილ და დანისლულ, მოხუც ყაზბეგზე,
ერთად დავუცდით ამ ეპოქის დიად დასასრულს.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის love

 


№2  offline წევრი Anna)))

მგონი ერთადერთი ხარ ამ საიტზე ვინც ნამდვილად ლამაზად და გამორჩეულად წერს . სხვა სტილი გაქვს , აი , ისეთი გინდა არ გინდა რომ გაგაოცებს და დაგამახსოვრებს თავს , ისე მხატვრულად წერ რომ შედეგად ძალიან ლამაზი ლექსები გამოდის ... ბრავო <3
წარმატებები შენ !
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3 სტუმარი mari

Es leqsi zalian lamazia rogoric shenaxar ai iseti.......

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Anna)))
მგონი ერთადერთი ხარ ამ საიტზე ვინც ნამდვილად ლამაზად და გამორჩეულად წერს . სხვა სტილი გაქვს , აი , ისეთი გინდა არ გინდა რომ გაგაოცებს და დაგამახსოვრებს თავს , ისე მხატვრულად წერ რომ შედეგად ძალიან ლამაზი ლექსები გამოდის ... ბრავო <3
წარმატებები შენ !


დიდი პატივია შენგან მსგავსი კომპლიმენტის მოსმენა, სტილი კი ნამდვილად ერთადერთია რაშიც უდავოდ ვერავინ გჯობნის feel

mari
Es leqsi zalian lamazia rogoric shenaxar ai iseti.......


დიდი მადლობა მარი, მაგრამ სამწუხაროდ, მე არც ისე ლამაზი ვარ request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent