დამენახე...
შენ ვერ გამიგებ, სიხარულო, მე რას განვიცდი, და გთხოვ, არ გინდა დაპირებით ამო ფერება, კმარა სიყალბე, დამენახე, ბედი დაიცდის, რად არ მოგწყინდა ილუზიის ჩამომღერება?! ბოლო მოეღო მზის წიაღში შესულ იკაროსს, და შენ პალატის კიბეებთან იდექ მუხთალი, შენი დროც მოვა ბედისწერამ კენჭი გიყაროს, შენ ხომ იცოდი სიმართლე და მას არ უთხარი. რომ მებრალები ქვესკნელიდან ფირუზ ზეცამდე, ჩემი სულივით გამჭვარტლული, ობლად ნავალი, არრა გვიკლია ჩვენ ორთავეს ბებერ მხეცამდე, მალე გამოგვღრღნის ეს დროებაც გარდამავალი... რომ აჩრდილები დღეს არიან ჩვენებრ ფუტურო, და რომ ჩვენ ორნი ცოცხალთ შორის დავიარებით, ისე დაობლდა მარტოობით ჩვენი ფუღურო, არ მოცვეთილა თუნდაც ოდნავ ხშირი ხმარებით... რადგან წესია არდაჯაბნა თავისუფლების, და რადგან როცა მოგაკითხეს ვეღარ იცანი, ასე წავიდა უფლისაგან პირმშო უძღები, ნუ გაკვირდები თუ დაბრუნდი და ვერ გიცანი. მე აღარ მინდა ვინაობა შენი ვიცოდე, ისევე როგორც აღარ მინდა მე ეს ცხოვრება, არ დაბრუნდება ის დროება, მინდა იცოდე, უკვე გასული აღარასდროს განმეორდება. რასაც არ ქვია უკვე გრძნობა კეთილშობილი, ჯობს სათავეშივ განადგურდეს, გაჰკრეს, ჩაფლავდეს, დააბიჯებდა ჯოჯოხეთში დედიშობილა აყროლდა სული, და არვის ძალუცს რომ დასაფლავდეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.