ელენ
ქორწილია ტროაში, ამბავია წარსულის კოლხეთიდან ჩასული მეც სტუმრად ვარ თამადად პარისს ცოლად მიჰყვება ელენ ზევსის ასული მის მზერას შვეფეთე , გული გამითამამდა სტუმრის წესი გავტეხე, ჩავჩურჩულე დედოფალს, ელენ,მზისა სადარო დაივიწყე ქორწილი წამო კოლხეთს გავიქცეთ , აქ დადგება ავდარი, ჩემ ცხენს ვერ დაეწევა , ნეფე ხმალამოწვდილი.. შემომხედა ღმილით, სიდიადით დედოფლის დამთვრალხარო სტუმარო ,დაგიკარგავს გონება სხვის ცოლს თვალი დაადგი სადაური წესია? იქ რად გინდა მოიმკა, სადაც არ გითესია? ასეთ ქალის გულისთვის ღირდა ომის დაწყება, გადაქცევა სასახლის ნასასახლარ ლოდებად ასეთ ქალის გულისთვის ბრძოლის ველზე დავწვები ტროას ცხენის შემოსვლას მეც აქ დაველოდები.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.