აღარ მიყვარხარ
ვიცი გაიყო ეს ჩვენი გზები, ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით, მარტო დავრჩები ჩემთვის ეული თუკი შევხვდებით ისიც შემთხვევით. არ გაგიკვირდეს ჩემი დანახვა, არ შემომხედავ, ისე ჩამივლი ვიცი რომ წლების მიუხედავად შენს დანახვაზე სითბო გამივლის. როგორ მენატრება წამის შეგრძნება, როცა ვიგრძენი როგორ მიყვარდი, შენთთვის მინოდა მე ეს სამყარო მე ხომ გულწრფელად ძლიერ მიყვარდი... არადა ჩემთვის იყავი ბედნიერების სათავე და ვხვდები რომ სიყვარულით ვერ მოგითოკე სადავე, ვერ მოგითოკე აფრები, ახლა შენამდე შორია, მეგონა გული გქონდა და თურმე ყინული გქონია... ეს ლექსიც მაშინ დავწერე როცა შენ ჩემგან წახვედი, ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და სულ სხვა ნაპირზე გახვედი... წახვედი?? ...წადი შორს წადი, იქნებ სულ გადამავიწყდე, შენ შენსას თუ დაიკვეხნი, იქ ჩემიც არ დაგაიწყდეს. მაგრამ რა მოხდა, რა იყო, განა ქვეყანა გაიყო, უსიყვარულო ნიავმა, შენზე ფიქრებიც წაიღო და რაც არ გინდა ლამაზო, არასდროს ღმერთმა არ მოგცეს, ადრე თუ გვიან ინანებ, იქნებ ოდესმეც წამოქცდეს, რომ სიყვრული არ იცი, სიცივე რატომ ჩაიცვი? ერთი კითხვა მაქვს სიცოცხლევ სირცხვილით ხომ არ დაიწვი? ჩემს გულში თბილად იჯექი, ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ, ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი, ახლა კი .....აღარ მიყვარხარ!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.