შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერიგების ლექსი.


29-04-2016, 12:18
ავტორი Distorted Angel
ნანახია 8 765

გთხოვ რა, არ გახდე სხვების
მსგავსად ზრდასრული გოგო,
ხომ შეიძლება მხოლოდ ჩვენ
რომ ბავშვებად დავრჩეთ,
"ნეკი-ნეკისა" შერიგების
დავტოვოთ ლოგოდ,
რომ ერთმანეთი ერთმანეთზე
სუფთა გაგვაჩნდეს.
ნუ გავიზრდებით, ნუ გავხდებით
მოუცლელები, ნუ შევისწავლით
ტყუილებს და გრძნობებზე თამაშს.
მე მიყვარს შენი თვალები და
სახის ფერები,როცა მორცხვობ
ან მიბრაზდები, და მიწყებ
დაშლას : დალევის, ჩხუბის,
სიგარეტის, ქალების, ვალის
ათასი რამის....
( რაც პატარას სულ არ გამეგო )
სახარბიელო წამოზრდაში აბა რა არის?
რაც გავიზარდე მშობლებთანაც
არ მაქვს საერთო.
შენ გაიქეცი, გაასწარი დროს
და სიდიდეს, ციცინათელებს გაეკიდე
ბოთლში ჩავრაზოთ, ოღონდ ამ
ჩვენი სიყვარულის აღარ გიკვირდეს,
და დავიწყება არასოდეს შემომთავაზო.
გთხოვ რა, ნურასდროს გავიზრდებით
დავრჩეთ ბავშვებად, "ნეკი-ნეკისა"
შერიგების დავტოვოთ ლოგოდ,
დათუ ოდესმე მოგვიწია გაზრდის
დაშვება გახსოვდეს :
მე ვარ შენი ბიჭი, შენ ჩემი გოგო.



№1 სტუმარი სტუმარი Achi

Dzaan magaria

 


№2 სტუმარი ლექსი

მაგარი ლექსია❤️❤️

 


№3 სტუმარი Joni gelashvilo

Avtori:andria talakhadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent