შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა, რომ დღესაც შემომხედო (ურცხვად) თვალებში


5-05-2016, 00:23
ავტორი Kristy
ნანახია 2 033

მინდა, რომ დღესაც შემომხედო ურცხვად თვალებში,
რადგანაც გულში მოცლილ ფიქრად უკვე არ რჩები
და მე ავად ვარ ჩემი თავით უკვდავ წამებში,
რადგან შენ მაინც უსასრულოდ შორი დარჩები!

გრძნობა - ნახატი მკრთალი ფერით - კვდება ფიცისგან
და როცა შენი სილუეტიც გაქრა აბჯრიდან,
მაშინ შევნიშნე, როგორ იძრა მიწა სიძვისგან,
რადგან კოშმარმა შემომცინა ღია ფანჯრიდან!

ისევ ირღვევა საუცხოო (უმიზნო) ტრფობა,
რადგანაც ასე უდარდელად, უხმოდ მიდიხარ
და რადგან ასე უმნიშვნელო გახდა ეს გრძნობა,
დღეს უკვე ჩემი უგზოობის უხმო გიდი ხარ!

შეეჩვიე და ვხედავ, უკვე აღარც ბრაზდები,
ჩვენს პეიზაჟებს ოცნებაც რომ არ ეკედლება
და ეს უდროო განშორების ურცხვი ფრაზები,
ისევ დამსხვრეულ წარსულ დღეებს შეეკედლება!

მინდა, რომ გაქრე (აღარ გნახო დაცლილ ბარებთან),
რომ არ შეახო მკვდარი ხელი გულწრფელ სიხარულს
და არ გამოჩნდე დახურული გულის კარებთან,
როცა დღეს ნებით ზურგს შეაქცევ ნამდვილ სიყვარულს!

არც დავფიქრდები, ზურგს შევაქცევ შენს გამოწვდილ ხელს,
ნებას არ მივცემ დროის ხრიკებს, დამიგოს მახე!
არ გაგიხსენებ, არ წარმოვთქვამ ჩუმად შენს სახელს,
რომელიც გულში საიდუმლო ნუგეშად ვმარხე!

საოცარია, ისევ დროის მონები ვხდებით,
შენ კი ამჯერად მხოლოდ წასვლა გევალებოდა
და როცა ერთ დღეს (უნებლიედ) ისევ შევხვდებით,
გამომჟღავნდება გული რატომ გემალებოდა!

მინდა გჯეროდეს, შეივსება გრძნობების თასი
და არ შეგხვდება წამის ჯილდო, თავად თუ არ ძლევ,
რადგან არ იცი, ერთადერთო, იმ გრძნობის ფასი,
რომელსაც ასე უანგაროდ (უფასოდ) გაძლევ!



მაგარი ლექსია მომწონს

 


№2 სტუმარი Magda

ძალიან მომწონს ეს ლექსი, მაგარი რამეა

 


№3  offline წევრი mimimimo

ძალიან საინტერესო და გრძნობით სავსე ლექსი იყო.
მომეწონა! feel

 


№4 სტუმარი Nini

საოცრებაა მართლა,ნამდვილი პოეტი ხარ

 


№5 სტუმარი Firestorm

ნუთუ ვინმეს შეუძლია შენგან წავიდეს, საოცარი ლექსია, უძლიერესი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent