სული გვიდგას სული გვიდგას რაც მთავარია...
აბა რა გითხრა მეგობარო ძველებურად ქუჩებში ახლა ვინღა ათევს ღამეს მთვარიანს ასე ნელნელა გავეცალეთ საზიზღარ ბურანს და სული გვიდგას სული გვიდგას რაც მთავარია რაც მთავარია სამსახური შვილები ცოლი სახლი და სახლის გარდა სხვაგან არსად ვართ გადავეჩვიეთ ღამღამობით ხიდის ქვეშ წოლას და რახანია არ გვივლია გაუპარსავად ამდენი საქმე შეგვიგროვდა დამტვრეულ ფანჯრებს ყოველი ზამთრის დასაწყისში ვამთელებთ ვგოზავთ ამ უხარისხო ცელოფნებზე რომ დავიხარჯეთ გამოგვეცვალა დარაბები დათავის დროზე ამოგველაგმა ღრიჭოები ჩვენს ბუნაგებში სადაც დროდადრო დავარღვევდით გარდმოსულ ბურანს და იმ კედლებში საშაიროდ თუ სანუგეშოდ ჩვენც სხვების მსგავსად გვეღრიალა ის მაინც ბრუნავს მაგრამ წითელი ჰაერისგან დაორთქლილ კლაპანტს ვბოჭავთ და მძიმედ სრუტეებში დაღშული ღამე და როცა მოვრჩით გიჟებივით თევზების ყლაპვას ზღვაში ნაპირზე გამორიყეს ტალღებმა გვამი და ასე ვცხოვრობთ უხმაუროთ და უნიათოდ არავინ ათევს აივანზე ღამეს მთვარიანს ვეწევით ვწვალობთ ადრე ვწვებით ვსვავთ იშვიათად და სული გვიდგას სული გვიდგას რაც მთავარია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.