შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღეს დაამხე.. საქართველო ხვალ ფერფლიდან აღდგება!


25-05-2016, 22:51
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 787

ჯერაც სისხლი მოთქრიალებს შენგრეული მკერდიდან,
და ღიაა ნატყვიარი კვლავაც მკერდის არეში,
ჯერ შუბი არ გამოეღოთ უგნურთ ქრისტეს ფერდიდან,
უკვე სისხლი იღვრებოდა დედის წილხვედრ მხარეში.

მესვეურნი გადაღლილან მოსისხარის ფერებით,
შესჩუხჩუხებს, ძმათა სისხლი ცაში ითხოვს სამართალს,
ჩემი ქვეყნის საქმეებში მე მაშინ ვერ ვერევი,
როცა მტერმა ჩვენი სისხლით საწნახელი გამართა!

უღვთოთ მოკლეს.. კაცი იყო ისიც ტომით ქართველი,
და მერე სად, ჩემს მეზობლად, შენს მეზობლად, ქართველი!
არ შეჰკარი, არ დაჰკარი, შეუბრუნე არ ხელი,
უქმად იდექ, თანამოძმევ, მსგავსი ფაქტის მნახველი?!

და სად გინდა, ან რა პირით, ხვალ თვალებში ჩაჰხედო,
წინაპართა საფლავებს და სიტყვა უთხრა კაცური,
როგორ გინდა ამის შემდეგ შემქმნელს ცაში ახედო,
ან ის წამოაყრანტალო ქვეყანა მყავს დაცული?!

ალესილი ხმალ-ხანჯალი სად დაკარგე ვაჟკაცო,
მტერზე რად არ გამოგადგა ეგ მარჯვენა ნეტავი,
შინ ძლიერო! სუსტებზე რომ დილა-ღამე ვაჟკაცობ,
მტერთან რაღამ შეგაშინა შინ გორების მდრეკავი?!

ხვალ დილაა დიდებული, ხვალ ხსოვნაა ნათელი,
დრო მოვა და გმირების დრო არაერთხელ დადგება,
შენ რა პირით აგინთია და-ძმების წილ სანთელი,
დღეს დაამხე.. საქართველო ხვალ ფერფლიდან აღდგება!

გეფერებით, გმირო ძმებო! ვაი, რა დრო მოსულა!
კი არ მიაქვს, დავულოცეთ მტერს ჩვენივე ალაგი,
ის მზე თქვენ რომ თვალში გედგათ, ამათ ხელში ჩასულა,
მიდი, მტერო! სანამ გძალუცს, შემოდი და განლაგდი!

და მაშ როგორ, ამათ გულში მარად ჩასვენებული,
მზე მიმქრალი, თქვენს თვალებში, ჩვენს გულებში ამოვა,
მზე ქართლისა ღვთის საყდარში ხატად დასვენებული,
ამათ ხელში თუ არა ჩანს ჩვენს ერაში ამოვა.

თოფი არ გვაქვს?! მაშინ ხმალი გამილესეთ ბებერი,
რომ გორგასლის გორისანი მივეგებოთ ალიონს,
დაო თამარ, შენ ვარძიის გააბრწყინე ევკდერი,
მანამ ბრძოლად მიმავალმა ჩვენ მტრის სისხლი დავლიოთ.

და შენ ძმათა საზიანოდ, შენ, იარაღასხმულო!
თუნდ არავინ აღარ დარჩეს ქვექნად ყმა ან ხნიერი,
მოძმეთ შემარცხვენელო და ქვეყნად თავლაფდასხმულო!
ყველგან გნახავს, ჰო მოგძებნის გურჯის გორდა ძლიერი!

გაერთხმები უცხო მიწას სხვისი ფრჩხილის მკვნეტავი,
ვინ გიწამლის, მოღალატე ან ვის რაში სჭირდება,
მონანულის შეთრთოლება მეც მანახა, ნეტავი...
აი, მაშინ დაიჭექებს გამარჯვების დიდება!



№1 სტუმარი Mehidos achrdili

26 maisi..saqartvelos damoukideblobis migeba..saintereso leqsi iyo da rogorc chans am dges ukavshirdeba..bravo lazo..

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Mehidos achrdili
26 maisi..saqartvelos damoukideblobis migeba..saintereso leqsi iyo da rogorc chans am dges ukavshirdeba..bravo lazo..



ჰო, საქართველოს ეძღვნება... winked ლაზი რომ ვარ ვინმემ გითხრა თუ შენით მიხვდი? არადა არავისთვის არაფერი მითქვამს wassat

 


№3 სტუმარი Mehidos achrdili

Hahaa magari vinme xar lazo :D :D darwmunebuli var ar etyodi :D kitxvebis dasmas jobs leqsi dawero gemrieli ai iseti mtels kanshi ro sheagwios da damajrjolos..hoda mere getyvi ra momentze gamajrjola :D dzalian karg xasiatze ro var gonebit am komentarsac etyoba :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent