შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმდა


27-05-2016, 21:30
ავტორი Pour LOLA
ნანახია 1 781

დღეს მე ქუჩაში, თავზე მაწვიმდა,
თმა დამისველდა მე შენს ლოდინში,
თითქოს შენ იყო ეს წვიმა წმინდა,
მე, რომ მასველებს შენს მოლოდინში.

ნაზად ჭიკჭიკებს პატარა ჩიტი,
თითქოს ჩვენს ამბავს ლექსად მიყვება,
კვლავ მაწვიმს თავზე, მე შენზე ფიქრით,
ხეებს წვეთები ქვემოთ მიჰყვება.

ნაცნობი სუნი, თბილი ხელები,
გული უმალვე სწრაფად აძგერდა,
კვლავ მიყურებდნენ შენი თვალები,
უტყვი სიჩუმე, ისევ გამეფდა.

თბილი ხელების მოხვევა იყო
და უცებ გაქრა პატარა ჩიტი,
ეს სიხარულიც ზღაპარი იყო,
ესეც კვლავ წავა, როგორც ის ჩიტი.

ჩახვეულები დიდხანს ვიდექით,
როგორც სურო და ტირიფი მშვიდი,
თვალიდან ცრემლი დიდხანს მდიოდა,
სულაც არ იყო ეს გრძნობა ფლიდი.

ჩვენი ყურებით ცა გაირინდა,
აღარ ახსოვდა წვიმა და ჩიტი,
ჩვენი შემყურე ტირიფი დადნა
და მორთო უცებ ჩუმი ტირილი.

დღეს ჩვენ ქუჩაში, თავზე გვაწვიმდა,
ჩუმი გოდების და ცრემლის წვიმით,
დღეს ჩვენ ქუჩაში, თავზე გვაწვიმდა,
დავიწყებული, მუქი ცის წვიმით.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

დღეს ჩვენ ქუჩაში, თავზე გვაწვიმდა,
ჩუმი გოდების და ცრემლის წვიმით,
დღეს ჩვენ ქუჩაში, თავზე გვაწვიმდა,
დავიწყებული, მუქი ცის წვიმით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent