შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოგვეგებე როგორც ირემი...


31-05-2016, 11:08
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 360

ცამ აირეკლა უღვთო სინათლე,
და ეს სამყაროც, თითქოს გაჩერდა..
გამოჩნდა მამა, შენ რომ ინატრე,
მზრუნველი ღიმით შემომაჩერდა.

როგორ ხარ, შვილო, ბგერა ხავერდი,
ჯერეთ დათრგუნულ მოესმათ ყურებს,
ლუციმ უეცრივ იბრუნა გვერდი,
და შეერია ფარულად ტურებს.

საით მიილტვი, შვილო ცოდვილო,
ჰგონებ შენდობა დამენანება?
მომიახლოვდი, ყველას ძმობილო,
შენც გამიღიმე, ნუ გენანება.

პატარა ხელით, ცრემლებმორევით,
მიეალერსა ეოსის თითი,
ჰო დიდი იყო შურის მორევი,
და ბოროტებაც გადიქცა მითად.

მიუალერსა ხელში აყვანილს,
მამამ და მერე ხელი ჩამკიდა,
დაგიბრუნებო დას ტყვედ აყვანილს,
ამ საღამომდე - მერე დამპირდა.

გამოვემართეთ ერთად გაბაონს,
გვეგებებოდნენ გვიმრის ფოთლები,
თვით მოდიოდა ღმერთი სადაოდ,
შავბნელ სიკვდილთან, როდის მოკვდები.

მე ვიყავ მტკიცე როგორც არასდროს,
ჩემს სულში ენთო შენი სანთლები,
მზე გავაჩერე რომ არ გაგვასწროს,
სანამ ღვთის ხელით მოინათლები.

მოვედით.. დაგვხვდნენ პირამიდები,
შემოგვეგებე როგორც ირემი,
მუხლზე დაემხნენ ტირანიდები,
და თვით სიკვდილი მოდგა ტრირემით.

ღმერთს მიეახლა თოკმოხვეული,
ვასლის ღირსებამ თუ წააქცია,
მუხლმოყრილი და თოკმოხვეული,
მოძღვარმა ხელით ზეზე ასწია.

და კვლავ ჩემი ხარ.. როგორ გელოდი..
შემოგატარებ სანთლის ბილიკებს,
ავატანინოთ მთაზე ეს ლოდი,
მერე სიზიფეც ტკბილად მიგვიღებს.

ლუცი წავიდა.. ისევ დაგვტოვა,
უღელტეხილზე ზის და მარტოა,
ანდერძად მისი ძმები დატოვა,
მოთქვამს.. ლილითმა რომ მიატოვა...



№1 სტუმარი Mehidos achrdili

Oh nutu isev..poeto shen xar?!axla gamea..davagviane..garet mtvarea ara sinatle..magram suli ki gavaniave..ici saati martla gacherda..davipicebi..martla,ar vtyui! isrebis bordziks sxva ver amcnevda..me vxedavditqo,ver vityvi tyuils..da nutu ase ginda sikvdili?gmerti mogiwyobs cocxalta duels..mash iyav mtkice,egre jebia da ise martla..ara sjobs dumils?..is vinga aris rom dagibrunda?mash dzala aqvs ki?aswio lodi?prtxilad iyavi shen tu dageca..vegar etyvi rom elodebodi..

 


№2 სტუმარი Mazi

Ok dzmi..ok..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent