შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს შეიყვარო ჩემნაირი...


31-05-2016, 14:59
ნანახია 2 896

არასოდეს შეიყვარო ჩემნაირი,
შეგიყვარებს იმისთვის, რომ სითბო ნახოს.
თუნდაც წამით შეგეპაროს გულს სიცივე,
მერე გიჯობს წამოდგე და სხვა მონახო.
ჩემნაირებს გაციება არ სჩვევიათ,
მობეზრება ვიცით სითბოს ჩემო კარგო.
სიყვარული? სიყვარული ჩვენ არ ვიცით,
და შეჩვევას მაგ ლამაზი სიტყვით ვამკობთ.
არასოდეს შეიყვარო ჩემნაირი,
ჩემნაირებს მიტოვება არ სჩვევიათ.
სიყვარული ჩვენ არ ვიცით მაგრამ კარგო,
ამ შეჩვევის გადაჩვევა ხომ ძნელია.
შეჩვეულის გადაჩვევა გაგაგიჟებს,
და აგიყვანს სევდის მეცხრე ტალღაზე.
სიყვარულით, როცა გიყვარს ვერ ივიწყებ
და არც ფიქრობ დავიწყების მარცვალზე.
შეჩვეულის გადაჩვევა აღარ გვინდა,
მუდამ გვინდა სითბოს ვგრძნობდეთ ყოველ წამს.
ეს შეჩვევა სამუდამო არის იცი?
და ვერასდროს ვერ დაგტოვებთ, ესე მწამს…
ჩემნაირებს გადაჩვევა არ სჩვევიათ,
ჩემნაირებს უნდათ მუდამ უყვარდეთ.
სიყვარული ჩვენ არ ვიცით, მაგრამ კარგო,
ამ შეჩვევით მივალთ თვითონ უფლამდე…
ჩუმი ‘პოეტესა



№1  offline წევრი მოლურჯო

ნორმალური იყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

სევდიანი გიჟი
ნორმალური იყო

მადლობა <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№3  offline წევრი keso11

გადავათვალიერე შენი ლექსები და ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ:ძალიან ბევრგან გვხვდება "ჩემო კარგო",რაც ერთგვარ ტავტოლოგიას ქმნის და არასასიამოვნოდ ხვდება ყურს.თუ ამას გაითვალისწინებ უკეთესი იქნებაა smile
პ.ს ეგ იქით იყოს და მართლაც კარგად წერ და გააგრძელე უფრო დაიხვეწები დროთა განმავლობაში smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent