შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თვალები


4-06-2016, 20:38
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 2 088

ის - მაცდურივით, დამაბნეველს მისვამდა კითხვებს...
მე - "ყოვლის-მცოდნე", სიამაყით ვცემდი პასუხებს...

-შანსი, რომ გქონდეს რას ეტყოდი მამა ზეციერს?
-მე მას მადლობას გადავუხდი ქალის შექმნისთვის..!
-და ზოგი კაცი ქალში შედევრს რატომ ეძიებს?
-ალბათ ძალ-ღონე მათ არ შესწევთ გამოძერწისთვის..!

-რას იყვირებდი ცას, რომ მიწვდეს შენი ყვირილი?
-მიყვარხარს..! - ამას დავიყვირებ ალბათ ოდესმე..!
-რა არის შენი უმთავრესი გულის-ტკივილი?
-სამშობლო, - თუმცა ეს არ არის პატრიოტიზმი..!

-შენი ოცნების ქალს, რომ შეხვდე მას რას ეტყოდი?
-არაფერს მხოლოდ დაჟინებით თვალებს ჩავხედავ..!
-და შენ ოდესმე გაგიჟებით რამეს ეტრფოდი?
-მე ახლაც ვეტრფი, თუმცა ამ წამს არ ღირს გამხელად..!

-და სიბრალულზე რაღას იტყვი ფერფლად, რომ იქცა?
-მეფე, რომ ვიყო ავაზაკსაც შევიწყალებდი..!
-რომელი უფრო შორი არის, ზეცა თუ მიწა?
-მე თავ-დახრილმა ვუპასუხე, შენი თვალები..!
/ნიკოლოზ ტოტოღაშვილი/
*****


მქონდა საკუთარი თავის მიტოვების
ცდა და გამოვცადე კიდეც მიტოვება,
რადგან დღემდე ჩემი ძველი სტრიქონები,
შენთვის წაუკითხავ რჩება სტრიქონებად.
ჩემი ოთახიდან მოჩანს შორი - ახლოს,
შენი სილუეტი გზაზე მიმავალი,
ახლა ისე მინდა რამემ მომიაროს,
ახლა ისე მინდა თვალებს მიმალავდე,
როგორც შენი ჩუმი მზერა მახარებდა,
როცა ეგ გრძნობები გაასაჩინოეს,
ხოდა ისეთია ყველა დაღამება,
მერე გათენებას რომ არ საჭიროებს.
მომდევს იმ ღამიდან შენი ხასიეთი,
გთხოვ რომ შენს თაროზე მაინც დამალაგე,
გულთან ტკივილივით ისე გამიჩერდი,
სისხლით თვეებია აღარ მამარაგებს.
წუხელ ქარი იყო რაღაც არ ნახული,
მხოლოდ ერთი ფოტო შემრჩა ქარიშხლიდან,
შენი არსებობა ისე დამანახე,
ვწევარ და ამაზე ფიქრი გამიხშირდა
მელნის სიღარიბე სანამ გამკიცხავდა,
იყო მარტოობა,
მეტი არაფერი.
...
ისე მარტო ყოფნის შიში რა გითხრა და,
შენ !! რომ არ მენახე, ალბათ გავაფრენდი
/ნიკოლოზ ტოტოღაშვილი/



№1 სტუმარი აი

პირველი ძალიან მომეწონა. feel
მეორე - არა.

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

აი
პირველი ძალიან მომეწონა. feel
მეორე - არა.

ორივე ერთი და იგივე ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ლექსია love

 


№3 სტუმარი აი

Maiaabuladze
აი
პირველი ძალიან მომეწონა. feel
მეორე - არა.

ორივე ერთი და იგივე ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ლექსია love

მეორე არ ვიცოდი.
პირველი ჯობია love

 


№4  offline მოდერი Maiaabuladze

აი
Maiaabuladze
აი
პირველი ძალიან მომეწონა. feel
მეორე - არა.

ორივე ერთი და იგივე ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ლექსია love

მეორე არ ვიცოდი.
პირველი ჯობია love

მეორეს ბოლო ფრაზა მომწონს ძაან love

 


№5  offline მოდერი Marry Amm

კარგია ძალიან <3

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

მეორე არ ვარგა, პირველი მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent