შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ედგარ პო – ულალუმი


6-06-2016, 16:30
ავტორი Pour LOLA
ნანახია 1 795

ცა იყო მკრთალი და ნაცრისფერი,
ფოთლები იყო წითელი, მჭკნარი,
ფოთლები იყო ხმელი და მჭკნარი,
მეფობდა ღამე და ოქტომბერი,
გულზე ახლაც მაქვს იმ დროის კვალი,
მახსოვს შავბნელი მთის ტბა ობერი
და ნისლიანი მხარე ვეარი,
ეს იყო სწორედ მთის ტბა ობერი,
და ავსულების ბუდე ვეარი.

იმ დღეს დიდ გზაზე კვიპაროსების
გამომყვა ფსიქე, თვით ჩემი სული,
ვიყავით მე და თვით ჩემი სული,
გულში ვულკანი დუღდა ოცნების,
როგორც ცეცხლოვან ნაკადთა გული,
როგორც ლავათა მბორგავი გული,
რომ კლდეთა კიდეს გასაოცრები
სწყდებიან, პოლუსს აჩენს უფსკრული,
კლდეებზე კვნესენ გასაოცრები,
ჩრდილო პოლუსის ელით უფსკრული.

ჩვენი ბაასი ყოფილა წრფელი,
მაგრამ ფიქრები – მშფოთვარე, მკრთალი,
მოგონებები – მყიფე და მკრთალი,
ვეღარ შევნიშნეთ თვე ოქტომბერი,
აღარ გვახსოვდა ის ღამე წყნარი,
ღამეთა ღამე იმ წლისა წყნარი,
ვერ შევამჩნიეთ მთის ტბა ობერი,
თუმცა დავლახეთ აქ უწინ ზღვარი,
დაგვიწყებოდა შავი ობერი
და ავსულების ბუდე ვეარი.

და როცა ღამემ დატოვა არე
და ვარსკვლავებმა გვახარეს დილა,
როცა მთიებმა გვაუწყა დილა,
ჩვენი გზის ბოლოს რაღაც მწუხარე
შუქი ნისლიდან გამოკრთა ფრთხილად
და ოქროსფერი ნახევარმთვარე
წყვილი რქის მსგავსი, მისგან შობილა,
ასტარტეს დიდი ნახევარმთვარე
წვრილალმასებით მისგან შობილა.

ვთქვი: “უფრო თბილი ვიდრე დიანა
ის დაჰქრის მსუბუქ ეთერში გრძნობის –
იგი განკარგავს სამეფოს გრძბობის,
უშრობმა ცრემლმა აკვალიანა,
ღაწვებზე, სადაც სულ კვდომა მოდის,
ლომის სარტყელზე გადაიარა,
რომ მოგვცეს ნიჭი ჩვენ გზათა ცნობის,
ცის სამშვიდობო ადგილთა ცნობის,
ლომის სარტყელზე იცისკრიანა,
მზერა მოგვაპყრო აღსავსე ტრფობით,
ლომის ჯინაზე იცისკრიანა,
რომ მოგვანათოს თვალები ტრფობით.

მაგრამ აქ ფსიქემ აწევით თითის
თქვა: “მე მაქვს იგი ცუდად დაცდილი,
მისი ნიშნება ავად დაცდილი,
ვიჩქაროთ, თორემ დრო აღარ იცდის,
გავიქცეთ! მწარე შეგხვდა ჩვენ წილი!”
შიშით უბნობდა და ფრთები მისი
მტვრიან მიწამდე იყო დახრილი,
მწარედ მოსთქვამდა და ფრთები მისი
მტვრიან მიწამდე იყო დახრილი,
ძირს საბრალობლად იყო დახრილი.

მე ვუპასუხე: “ეს სიზმარია,
მოდი ვეშუროთ ამ მთრთოლავ ნათელს!
მოდი შევერთოთ ამ წმინდა ნათელს!
მისი სინათლე საოცარია,
თვით სილამაზეს და იმედს აფრქვევს,
ნახე! მთელ ზეცას ის შუქით ავსებს!
მივენდოთ, ის ხომ სულ მართალია,
და სიცრუის გზას არასდროს ამხელს,
მოდი მივენდოთ, ის მართალია,
ის ჩვენთვის მხოლოდ კეთილ გზას ამხელს,
რადგან მთელ ზეცას ის შუქით ავსებს.”

ასე ვამშვიდე იგი და მალე
დავაგდებინე ფერებით სევდა,
განვდევნე მისი ეჭვი და სევდა,
და რომ გავედით მეორე მხარეს,
გზის ბოლოს გაჩნდა კარი აკლდამის,
ლეგენდარული კარი აკლდამის,
მე შევეკითხე: “თქვი, ტკბილო დაო,
რა სახელია კარზე აკლდამის?”
თქვა: “ვინც აქ არის, ულალუმია,
აქ დაკარგული ულალუმია!”

აქ დამინაცრდა წამს გული მთელი
ფოთლები იყო წითელი, მჭკნარი,
ფოთლები იყო ხმელი და მჭკნარი,
ვიყვირე: “მახსოვს ის ოქტომბერი,
სწორედ ამაღამ არის წლისთავი
და ის ადგილი სწორედ აქ არი,
სად მოვიტანე ტვირთი საზარი,
ღამეთა ღამეს მომქონდა მკვდარი,
ო რა დემონმა მასწავლა კვალი?
ახლა კი მახსოვს მთის ტბა ობერი
და ნისლიანი მხარე ვეარი,
ახლა კი ვიცან მთის ტბა ობერი
და ავსულების ბუდე ვეარი.”



№1  offline მოდერი Marry Amm

მიყვარს ეს მწერალი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent